წინასწარმეტყველება ოსესი 14:8
7. ვიდოდინ რტონი მისნი, და იყოს, ვითარცა ზეთისხე ნაყოფიერი, და საყნოსი მისი, ვითარცა გუნდრუკი.8. მოიქცენ და დასხდენ საფარველსა ქუეშე მისსა. ცოცხალ იყუნენ და განმტკიცნენ იფქლითა, და აღყუავნეს, ვითარცა ვენაჴი, საჴსენებელი მისი, ვითარცა ღჳნოჲ ლიბანისაჲ.9. ეფრემსა - რაჲ არს მისი და კერპთაჲ? მე დავამდაბლე იგი და განვაძლიერო იგი. მე, ვითარცა ნაძჳ შროშანი ამაღლებული. ჩემგან ნაყოფი შენი იპოოს.
წინასწარმეტყველება ოსესი თავი 14