...რხი შეუდარებელ საგნებზეც გამოიყენოს, მაშინდელ მსმენელთა უძლურების გამო. ამიტომ ამას შედარებით კი არ ამბობს, არამედ მათდამი გარდამოსვლით. ამიტომაც სხვა წინასწარმეტყველიც ამბობდა: „წყეულ იყავნ კაცი, რომელსა სასოება აქუს კაცისა მიმართ“ (); რადგან ამ სასოებაზე უფრო უღირსი არაფერია; ობობის ქსელზე უფრო უღირსიც კი არის; უფრო სწორად, არა მხოლოდ სუსტია, არამედ სახიფათოც. ეს იციან მათ, ვინც ხშირად ადამიანებზე დანდობილნი სწორედ მათთან ერთად დაიღუპნენ. ხოლო ღმერთისადმი სასოება არა მხოლოდ ძლიერია, არამედ მტკიცეც, და არავითარი ცვალებადობა არ აქვს.
ამიტომაც პავლე ამბობდა: „ხოლო სასოებამან არა არცხჳნის“ (). სხვა ბრძენიც ამბობს: „მიმოიხილეთ ძველი თაობები და იხილეთ: ვინ ესავდა უფალს და შერცხვა?“ ()1. „მა...