მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება იერემიასი 17:7

6. და იყოს ვითარ ველური გრიკი უდაბნოს შინა, რომელი არა იხილავს, ოდეს მოვიდენ კეთილნი. და დაეშენოს ალდატსა, ქუეყანასა უდაბნოსა, ქუეყანასა შინა მარილიანსა, რომელი არა დაიმკჳდრების.7. და კურთხეულ არს კაცი, რომელი ესვიდა უფლისა მიმართ. და იყოს უფალი სასო მისსა.8. და იყოს, ვითარცა ხე ნოყიერი წყალსა ზედა, და ნოტიასა ზედა განიხუნეს ძირნი მისნი. და არა შეშინდეს, ოდეს მოვიდეს სიცხე. და იყოს მის შორის მორჩები სერტყოვნები, წელიწადსა უწჳმროებისასა არა შეშინდეს და არა მოაკლოს, ყოფად ნაყოფი.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 17
7. და კურთხეულ არს კაცი, რომელი ესვიდა უფლისა მიმართ. და იყოს უფალი სასო მისსა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 10-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის სასოება და ამქვეყნიური მახეები:

...ოცა ამდენი ბოროტებით დამძიმებული მის კაცთმოყვარეობას მიენდობი. რადგან როგორც „წყეულ იყავნ კაცი, რომელსა სასოება აქუს კაცისა მიმართ“ (), ასევე ნეტარია ის, ვისზეც ნათქვამია: „კურთხეულ არს კაცი, რომელი ესვიდა უფლისა მიმართ“ ().

ამიტომ ყოველივესგან განაშორე თავი და ამ ღუზას ჩაეჭიდე. რადგან ღმერთი ყოველივეს ზედამხედველობს, სამართლიანად განიკითხავს და არა მხოლოდ განიკითხავს, არამედ საქმეშიც აღასრულებს. ამიტომაც, როცა მისი სიმართლის შესახებ თქვა, სასჯელიც აჩვენა — ცეცხლითა და ქარიშხლით; ამასაც აკეთებს, რადგან მათზე ზრუნავს და სასჯელის საშუალებით უფრო გონიერად აქცევს. მაშ, ყოველივე ამის გამო მივუახლოვდეთ მას და მზერა განუწყვეტლივ მისკენ მიპყრობილი გვქონდეს. რადგან ასე ჩვენს უფალ იესო ქრისტეში ყველა სიკეთეს მივაღწევთ.2

ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობ...

სრულად ნახვა