...ის ბოლომდე არ განუმარტავს, უფრო გონიერს ნათქვამიდან მისცა გააზრება: თუ ღმერთი ტირანული ვნებებისგანაც თავისუფალია და იმათგანაც, რომელთა გარეშეც ჩვენ ცხოვრება არ შეგვიძლია, მით უმეტეს სხვა ვნებებისგან არის გათავისუფლებული. ამიტომაც ამბობს: „ნუ იყოფი, ვითარცა კაცი მძინარი“ ()? და ყველგან უვნებობის შესახებ სიტყვას აღძრავს. ასე რომ აქაც, როცა გულისწყრომას გაიგონებ, ვნებად ნუ მიიჩნევ.
რადგან თუ ადამიანები, რომლებიც სიბრძნისმოყვარეობაში იწვრთნებიან, რამდენადაც შესაძლებელია, უგულისწყრომელნი რჩებიან, მით უმეტეს უგულისწყრომელია ის დაუღუპველი, უხრწნელი, გამოუთქმელი და მიუწვდომელი არსება. ნუთუ ვერ ხედავ, რომ ექიმებიც, როცა კვეთენ ან წვავენ, ამას გულისწყრომით კი არ აკეთებენ, არამედ გამოსწორების მიზნით: სნეულებზე არ რისხდებიან, არამედ იწყალებენ მათ და სნეულებათაგან ათავისუფლებენ? ამრიგად, როდესაც ამბობს: „ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე“ (), ამას ამბობს: „ნუ მომთხოვ პასუ...