წინასწარმეტყველება იერემიასი 14:16
15. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი წინაწარმეტყუელთათჳს: მწინაწარმეტყუელებთა სახელითა ჩემითა და მე არ მოვავლინენ იგინი. რომელნი იტყჳან: მახჳლი და სიყმილი არა იყოს ქუეყანასა ამას ზედა სიკუდილისა მიერ, ვითარცა ვიტყჳ, მოკუდენ და სიყმილისა მიერ, მოესრულნენ წინაწარმეტყუელნი.16. და ერი, რომელთა ეგენი უწინაწარმეტყველებენ მათ, და იყუნენ დაცჳვნებულ საგზაურთა ზედა იერუსალიმისათა პირისაგან მახჳლისა და სიყმილისა. და არა იყოს დამფლველი მათი და ცოლნი მათნი და ძენი მათნი და ასულნი მათნი, და გარდავასხნე მათ ზედა ძჳრნი მათნი.17. და სთქუა მათდა მიმართ სიტყუაჲ ესე: დამოადინენით თვალთაგან თქუენთა ცრემლნი დღე და ღამე და ნუ მოაკლდებინ, რამეთუ შემუსრვითა დიდითა შეიმუსრა ქალწული ასული ერისა ჩემისა და წყლულებითა სალმობიერითა ფრიად.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 14