მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება იერემიასი 14:9

8. თმენაო ისრაჱლისაო უფალო, დაგჳჴსნენ ჟამსა შინა ბოროტსა. რაჲსათჳს იქმენ, ვითარცა რაჲ მსხემი, ქუეყანასა ზედა და ვითარცა მის ქუეყანისა მიმქცევი სავანედ?9. ნუ იყოფი, ვითარცა კაცი მძინარი, ანუ ვითარცა მამაკაცი შემძლებელი განრინებად და შენ ჩუენ შორის ხარ, უფალო. და სახელი შენი ზედწოდებულ არს ჩუენ ზედა. ნუ დამივიწყებ ჩუენ.10. ვსრეთ ეტყჳს უფალი ერსა ამას: შეიყუარეს ძრვაჲ ფერჴთა მათთაჲ და არა ჰრიდეს. და ღმერთმან არ სათნო იყო მათ შორის. აწ მოიჴსენოს უსჯულოებათა მათთაჲ და ზედმიიხილოს ცოდვათა მათთა.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 14
9. ნუ იყოფი, ვითარცა კაცი მძინარი, ანუ ვითარცა მამაკაცი შემძლებელი განრინებად და შენ ჩუენ შორის ხარ, უფალო. და სახელი შენი ზედწოდებულ არს ჩუენ ზედა. ნუ დამივიწყებ ჩუენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 6-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ღვთის უვნებობა და შეწყალების ღირსება:

...ის ბოლომდე არ განუმარტავს, უფრო გონიერს ნათქვამიდან მისცა გააზრება: თუ ღმერთი ტირანული ვნებებისგანაც თავისუფალია და იმათგანაც, რომელთა გარეშეც ჩვენ ცხოვრება არ შეგვიძლია, მით უმეტეს სხვა ვნებებისგან არის გათავისუფლებული. ამიტომაც ამბობს: „ნუ იყოფი, ვითარცა კაცი მძინარი“ ()? და ყველგან უვნებობის შესახებ სიტყვას აღძრავს. ასე რომ აქაც, როცა გულისწყრომას გაიგონებ, ვნებად ნუ მიიჩნევ.

რადგან თუ ადამიანები, რომლებიც სიბრძნისმოყვარეობაში იწვრთნებიან, რამდენადაც შესაძლებელია, უგულისწყრომელნი რჩებიან, მით უმეტეს უგულისწყრომელია ის დაუღუპველი, უხრწნელი, გამოუთქმელი და მიუწვდომელი არსება. ნუთუ ვერ ხედავ, რომ ექიმებიც, როცა კვეთენ ან წვავენ, ამას გულისწყრომით კი არ აკეთებენ, არამედ გამოსწორების მიზნით: სნეულებზე არ რისხდებიან, არამედ იწყალებენ მათ და სნეულებათაგან ათავისუფლებენ? ამრიგად, როდესაც ამბობს: „ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე“ (), ამას ამბობს: „ნუ მომთხოვ პასუ...

სრულად ნახვა