...თუმცა იუდეველებს ესაუბრებოდა; მაგრამ რადგან სოდომელთა საქმეებს იქმოდნენ, სოდომის სახელებით უწოდებს მათ. და რატომ გიკვირს, თუ ასე სამშობლოს მიხედვით უწოდებს მათ, როცა ასეთ მამებსაც კი აძლევს და ამბობს: „მამაჲ შენი ამორეველი და დედაჲ შენი ქეტტელა“ ()? და არც აქ აჩერებს ბრალდებას, არამედ სიტყვას მხეცებამდეც მიჰყავს: ახალ წერილში ასე ამბობს: „გუელნო, ნაშობნო იქედნეთანო“ (); და კვლავ ძველში: „კუერცხნი ასპიტთანი განტეხნეს და ქსელსა დედაზარდლისასა ქსოენ“ (). და სხვაგანაც: „და ვითარცა ძენი ეთიოპელთანი ხართ თქუენ ჩემდა“ ()?
ასევე აქაც მათ, ვინც უღმრთოებასა და გარყვნილებაში იცხოვრა, ტვიროსელნი უწოდა. მაგრამ მათაც დავძლევ, ამბობს, და დავიმორჩილებ; და ისე დავიმორჩილებ, რომ თაყვანისცემამდეც მივიყვან მათ; და არა უბრალოდ თაყვანისცემამდე, არამედ ძღვენისა და პირველნაყოფის შეწირვამდეც, რაც მ...