...ანჯველი გახადა, იმ აზრით, რომ მისი სიკვდილის შემდეგაც შვილს უნდა ეტარებინა სასჯელი მისი შეცოდებისთვის. თუმცა, მისი შვილიც თავისთავად მანკიერი იყო, და ყველა მისი შთამომავალი გახრწნილი და უკეთურებისკენ გადახრილი; ამის შესახებ მოისმინე, რას ამბობს წერილი საყვედურით: «მამაჲ შენი ამორეველი და დედაჲ შენი ქეტტელა» (); და სხვა ადგილას საყვედურით: «თესლო ქანანისაო და არა იუდასო» (). მაგრამ, შევიტყვეთ რა, რა სასჯელს დაექვემდებარა მამის სიშიშვლის გამჟღავნებელი, ახლა ისიც უნდა მოვისმინოთ, რა ჯილდოს იმსახურებენ, ვინც მამისადმი ასეთი პატივისცემა და მოწიწება გამოიჩინა. «და თქუა», ნათქვამია, (ნოემ): «კურთხეულ არს უფალი ღმერთი სემისი და იყოს ქანან მონა მისსა» (). ეს, შესაძლოა, იტყვის ვინმე, არ ნიშნავს სემის კურთხევას. პირიქით, აქ ნოემ ყველაზე მაღალი კურთხევა გადასცა. მართლაც, როცა ღმერთი ადამიანებისგან იდიდება და იკურთხება, ჩვეულებრივ, უხვ კურთხევას უწყალობებს მათ, ვისი გამოც თავად იკურთხება. ამიტომ ნოემ, ღმერთს რომ აკურთხა, თითქოს უფრო დიდ კურთხევაზე ავალდებულა და სემს უფრო დიდი საზღაური მოუპოვა, ვიდრე რომ თავად აკურთხოს. როგორც იმ შემთხვევაში, რო...
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 16:3
2. ძეო კაცისაო, უწამენ იერუსალჱმსა უსჯულოებანი მისნი.3. და სთქუა: ამათ ეტყჳს ადონაი უფალი იერუსალჱმსა: ძირი შენი და შობა შენი ქვეყანისაგან ქანაანისსა, მამაჲ შენი ამორეველი და დედაჲ შენი ქეტტელა.4. და შობა შენი, რომელსა დღესა იშევ, არა შეიკრნეს ძუძუნი შენნი, უპე შენი არა მეტკუეთილ-ყვეს. და წყლითა არა განიბანე საცხოვნებელად, არცა მარილითა შეიმარილე და სახუევლებითა არ შეიხჳე.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 16