მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 16:49

48. ცხოველ ვარ მე, - ადონაი იტყჳს უფალი, - უკუეთუ ყო სოდომამან, დამან შენმან მან, და ასულთა მისთა, ვითარსახედ ჰყავ შენ და ასულთა შენთა.49. გარნა ესე უსჯულოებაჲ სოდომისა, დისა შენისა, ამპარტავანებაჲ და სისავსითა პურისაჲთა და იეფობითა ნუკვეულობდა იგი და ასულნი მისნი. ესე იყო მის შორის და ასულთა მისთა და ჴელსა გლახაკისა და დავრდომილისასა არა უპყრობდეს,50. და დიდმოქადულობდეს და ყვნეს უსჯულოებანი წინაშე ჩემსა და აღვიხუენ იგინი, ვითარცა იხილე.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 16
49. გარნა ესე უსჯულოებაჲ სოდომისა, დისა შენისა, ამპარტავანებაჲ და სისავსითა პურისაჲთა და იეფობითა ნუკვეულობდა იგი და ასულნი მისნი. ესე იყო მის შორის და ასულთა მისთა და ჴელსა გლახაკისა და დავრდომილისასა არა უპყრობდეს,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 1. შეგონებითი სიტყვა დიდი მარხვის დადგომისას
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ლოთობის ზიანი და მარხვის კურთხევანი (2:16-17):

...გი, განსუქნა, განსხუა, განიშუა... და განუდგა"** (). სოდომის მცხოვრებლებმაც ამით, სხვა დანაშაულთა გარდა, ღვთის შეუწყნარებელი რისხვა დაიმსახურეს. მოისმინე, რას ამბობს წინასწარმეტყველი: „ესე უსჯულოებაჲ სოდომისა... სისავსითა პურისაჲთა... ნუკვეულობდა" (). ეს მანკიერება თითქოს ყველა ბოროტების წყარო და ფესვია.

3. მარხვის მაგალითები საღვთო წერილში

ხედავ თავშეუკავებლობის ზიანს? ახლა მარხვის კეთილმყოფელ ნაყოფს შეხედე. ორმოცი დღე მარხვაში გაატარა რა, დიდი მოსე ღირსი შეიქნა სჯულის ფიცართა მიღებისა; ხოლო როდესაც მთიდან ჩამოვიდა და ხალხის ურჯულოება დაინახა, ასეთი შრომით მიღებული ფიცრები გადააგდო და დაამსხვრია, რადგან შეუფერებლად მიიჩნია უფლის მცნებათა გადაცემა ლოთობასა და ურჯულოებაში მყოფი ხალხისთვის. ამიტომ ამ საკვირველ წინასწარმეტყველს კიდევ ორმოცი დღე მარხვა დასჭირდა, რათა კვლავ ღირსი ყოფილიყო ზეგარდმო მიეღო და ხალხისთვის მოეტანა ფიცრები, რომლებიც მათი ურჯულოების გამო დამსხვრეულიყო (). დიდმა ელიამაც იმდენივე დღე იმარხულა და სიკვდილის ბატონობას გადაურჩა, ცეცხლოვანი ეტლით „თითქოსდა ცად" ამაღლდა და დღემდე სიკვდილი არ განუცდია (4...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნზ მარხვისათჳს და მომთრვალეთათჳს. რამეთუ მარხვაჲ და ლოცვაჲ კაცსა ანგელოზ-ჰყოფენ და ზეცისა მჴედრობათა მობაძავად გამოაჩინებენ:

...რს ესე და დედაჲ ყოველთა ბოროტთაჲ.

ამის მიერ ოდესმე ისრაიტელნი კერპთმსახურებად შთაყარნა, ამის მიერ სოდომელნი უშჯულოჲთა მით აღაზრზინნა ტრფიალებითა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „ესე უშჯულოებაჲ სოდომელთაჲ არს, რამეთუ ამპარტავანებითა და სიმაძღრითა პურისაჲთა და ნაყროვნებითა სანოაგეთაჲთა იშუებდეს“. ამის მიერ სხუანი მრავალნი წარწყმიდნა მტერმან მან სულთა ჩუენთამან და ცეცხლსა გეჰენიისასა შთაჰჴადნა, რამეთუ რაჲმცა იყო იგი ბოროტი, რომელი არა იქმნების შუებისაგან და მთრვალობისა. ესე კაცსა უძჳრეს ღორთასა გამოაჩინებს, რამეთუ ღორი მწჳრესა შინა იმწუბების, და საჭმელ მისა არს სიმყრალე, ხოლო მომთრვალე ფრიად უძჳრეს არს ამისა, რამეთუ გულისთქუმათა მოიპოებს, უცხო-თა ბუნებისაგან, და ტრფიალებათა უშჯულოთა და ფრიად საძაგელთა, და უფროჲსღა ვთქუა, თუ ეშმაკეულთაგან არარაჲთა განყოფილ არს ესევითარი იგი. ეშმაკეულთა ყოველნი სწყალობენ, ხოლო კაცი მომთრვალე ყოველთა სძაგს, და სძულობენ ამისთჳს, რამეთუ ნეფსით თჳსით მისცემს თავსა თჳსსა წარსაწყმედელად და ჰყოფს პირსა თჳსსა და თუალთა და საყნოსელთა და ყოველთავე ასოთა უსაძაგელეს მწჳრისა. ხოლო შინაგანი თუ მისი იხილო, ჰპოო სული იგი, ვითარცა ზამთარსა შინა და ნეფხვასა ძნელსა განყინული და უჴმარი ყოველსავე ზედა საქმესა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იმარხა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე და მერმე შეემშია“ (4,2).:

...ჳმა. რამეთუ დაღაცათუ სიძვისა და მამათმავლობისა ბრალი იყო მათ ზედა, არამედ ორისავე მის ბოროტისა ძირი შუებისა და ნაყროვნებისაგან იყო, რომელსაცა წინაწარმეტყუელი ეზეკიელ მოასწავებს და იტყჳს: „გარნა ესე ურჩულოებაჲ სოდომელთაჲ არს, რამეთუ ანპარტავნებითა და სიმაძღრითა პურისაჲთა და ფუფუნებითა სანოაგეთაჲთა იშუებდეს“. ეგრეთვე ჰურიათა მაშინ ქმნნეს დიდნი იგი ბოროტნი, ოდეს შუებითა და მთრვალობითა ურჩულოებად მიდრკეს.

ამისთჳსცა იმარხა უფალმან ორმეოც დღე, რაჲთა გჳჩუენოს ჩუენ წამალი ცხორებისაჲ, და არა გარდაჰმატა უმეტეს ამისა, რაჲთა არა გარდამატებულებითა მით საკჳრველებისაჲთა ურწმუნო იქმნენ ვიეთნიმე ჭეშმარიტებასა მას განკაცებისა და განგებულებისა მისისასა. რამეთუ ორმეოცისა მის დღისათჳს არა შემოვიდოდა ურწმუნოებაჲ ესე, ვინაჲთგან პირველ ამისაცა მოსე და ელია იმარხეს ორმეოც დღე, განმტკიცებულთა ძალითა მით ღმრთისამიერითა. ხოლო უკუეთუმცა უმეტეს ამისსა ქმნა მარხვაჲ იგი, ურწმუნომცა ვიეთნიმე იქმნეს, ვითარცა ვთქუ ჴორცთშესხმისა მისისათჳს.

ხოლო იმარხა რაჲ ორმეოც დღე და ორმეოც ღამე, მერმე შეემშია, რაჲ-თა ადგილ-სცეს ეშმაკსა მოსლვად და ბრძოლად მისდა, რაჲთა ჰბრძოდის მას და გჳჩუენოს, თუ ვითარ ჯერ-არს ბრძოლაჲ და ძლევაჲ; ვითარცა იქმან მორკინალთა მთავარნიცა, ენების რაჲ სწ...

სრულად ნახვა