...რადგან ისინი უგუნურებისაგან, ამაო ზვაობისაგან და დემონთა ცდომილებისაგან გაათავისუფლა და თავის თავს დაუმორჩილა.
ასევე სხვა წინასწარმეტყველიც მას სისხლით შეღებილად აჩვენებს, როდესაც ასე ამბობს: „ვინ არს ესე მომავალი ედომით გამო, სიმეწამულე სამოსელთა მისთა ბოსორით გამო?“ (). იქ არსად არის იარაღი, არც მშვილდები და ისრები, არამედ სამოსლები. გამოთქმა კი უფრო გრძნობადია, თუმცა ამაზე უფრო დახვეწილიც; მაინც, ამ გრძნობადობაშიც, იქაც წინასწარმეტყველი სიტყვას ნელ-ნელა უსხეულო აზრებამდე აღამაღლებს. რადგან როდესაც წინასწარმეტყველი კითხულობს, საიდან არის სამოსლები წითელი, ამბობს: „საწნეხელი დავთრგუნე მარტომან“ (), რითაც გამარჯვების სიმარტივეს აჩვენებს და იმას, რომ არავინ ჰყავდა შემწედ, არამედ თვითონ თავის თავს ეყო. რადგან როგორც აქ ამბობს: „და გიძღოდის შენ საკჳრველად მარჯუენე შენი“ (), ასევე იქაც: „საწნეხელი დავთრგუნე მარტომან“ (...