მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 63:1

1. ვინ არს ესე მომავალი ედომით გამო, სიმეწამულე სამოსელთა მისთა ბოსორით გამო? ესე შუენიერ სამოსლის თანა მისისა, მაიძულებელ ძალისა მიერ; მე სიტყჳს-ვმგებლობ სიმართლესა და მსჯავრსა მაცხოვარებისასა.2. რაჲსათჳს შენნი მეწამულ შესამოსელნი და საბლარდნელნი შენნი, ვითარცა წნეხისაგან საწნეხლისა, სავსედ დათრგუნვილისა,
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 63
1. ვინ არს ესე მომავალი ედომით გამო, სიმეწამულე სამოსელთა მისთა ბოსორით გამო? ესე შუენიერ სამოსლის თანა მისისა, მაიძულებელ ძალისა მიერ; მე სიტყჳს-ვმგებლობ სიმართლესა და მსჯავრსა მაცხოვარებისასა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 44-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
7. მარჯვენის საკვირველება და ქრისტეს საყდარი:

...რადგან ისინი უგუნურებისაგან, ამაო ზვაობისაგან და დემონთა ცდომილებისაგან გაათავისუფლა და თავის თავს დაუმორჩილა.

ასევე სხვა წინასწარმეტყველიც მას სისხლით შეღებილად აჩვენებს, როდესაც ასე ამბობს: „ვინ არს ესე მომავალი ედომით გამო, სიმეწამულე სამოსელთა მისთა ბოსორით გამო?“ (). იქ არსად არის იარაღი, არც მშვილდები და ისრები, არამედ სამოსლები. გამოთქმა კი უფრო გრძნობადია, თუმცა ამაზე უფრო დახვეწილიც; მაინც, ამ გრძნობადობაშიც, იქაც წინასწარმეტყველი სიტყვას ნელ-ნელა უსხეულო აზრებამდე აღამაღლებს. რადგან როდესაც წინასწარმეტყველი კითხულობს, საიდან არის სამოსლები წითელი, ამბობს: „საწნეხელი დავთრგუნე მარტომან“ (), რითაც გამარჯვების სიმარტივეს აჩვენებს და იმას, რომ არავინ ჰყავდა შემწედ, არამედ თვითონ თავის თავს ეყო. რადგან როგორც აქ ამბობს: „და გიძღოდის შენ საკჳრველად მარჯუენე შენი“ (), ასევე იქაც: „საწნეხელი დავთრგუნე მარტომან“ (...

სრულად ნახვა