მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 63:3

2. რაჲსათჳს შენნი მეწამულ შესამოსელნი და საბლარდნელნი შენნი, ვითარცა წნეხისაგან საწნეხლისა, სავსედ დათრგუნვილისა,3. საწნეხელი დავთრგუნე მარტომან, და ნათესავთაგანი არა არს მამაკაცი ჩემ თანა და დავთრგუნენ იგინი გულისწყრომისა მიერ, და დავფქვენ იგინი, ვითარცა ქუეყანა, და შთავიყვანე სისხლი მათი ქუეყანად მიმართ და შეისვარა სამოსელი ჩემი,4. რამეთუ დღე მისაგებელისა მოიწია მათ ზედა, და წელიწადი გამოჴსნისა წარმოდგა.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 63
3. საწნეხელი დავთრგუნე მარტომან, და ნათესავთაგანი არა არს მამაკაცი ჩემ თანა და დავთრგუნენ იგინი გულისწყრომისა მიერ, და დავფქვენ იგინი, ვითარცა ქუეყანა, და შთავიყვანე სისხლი მათი ქუეყანად მიმართ და შეისვარა სამოსელი ჩემი,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 44-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
7. მარჯვენის საკვირველება და ქრისტეს საყდარი:

...გამოთქმა კი უფრო გრძნობადია, თუმცა ამაზე უფრო დახვეწილიც; მაინც, ამ გრძნობადობაშიც, იქაც წინასწარმეტყველი სიტყვას ნელ-ნელა უსხეულო აზრებამდე აღამაღლებს. რადგან როდესაც წინასწარმეტყველი კითხულობს, საიდან არის სამოსლები წითელი, ამბობს: „საწნეხელი დავთრგუნე მარტომან“ (), რითაც გამარჯვების სიმარტივეს აჩვენებს და იმას, რომ არავინ ჰყავდა შემწედ, არამედ თვითონ თავის თავს ეყო. რადგან როგორც აქ ამბობს: „და გიძღოდის შენ საკჳრველად მარჯუენე შენი“ (), ასევე იქაც: „საწნეხელი დავთრგუნე მარტომან“ (). რადგან როგორც საწნახელში მდგომისთვის ადვილია მტევნების დაჭყლეტა, ასევე ადვილია ღმერთისთვის იმის აღსრულება, რაც ინება; უფრო სწორად, ასე თქმაც კი საკმარისი არ არის — ღმერთისთვის ეს ბევრად უფრო ადვილია.

„საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე“ (). „კუერთხი განგებისა და კუერთხი სუფევისა შენისა“ (...

სრულად ნახვა