...მათ 5:16). ამგვარად, როგორც იგი იდიდება, როცა სათნოებაში ვართ, ასევე კვლავ იგმობა, როცა ბოროტებაში ვრჩებით. ამასვე ცხადყოფდა წინასწარმეტყველის მიერ, როცა ამბობდა: „თქუენ მიერ მარადის სახელი ჩემი იგმობვის წარმართთა შორის“ (). მაგრამ რადგან სხვა მხრიდან ვერავითარ ქომაგობას ვერ პოულობს მათთვის, ამას მიმართავს, როგორც მოსეც.
მაგრამ ღმერთი ამას ყოველთვის არ აკეთებს, რადგან ადამიანთა ცხონებაზე ზრუნავს. რადგან ეს რომ ყოველთვის გაეკეთებინა, მრავალი დაუდევარი უარესად იქცეოდა: უდიდეს საწინდარს ექნებოდათ, რომ ცუდი არაფერი შეემთხვეოდათ, რადგან მისი დიდების გამო მუდამ ცხონდებოდნენ. მაგრამ ეს ასე არ ხდება. რადგან მას თავისი დიდება ისე არ ადარდებს, როგორც ადამიანთა ცხონება. რადგან თუ ადამიანები ამას უგულებელყოფენ, მით უფრო ღმერთი, რომელსაც ჩვენგან არაფრის საჭიროება არ აქვს; მაგრამ, როგორც ვთქვი, წინასწარმეტყველი, რადგან ქომაგის ადგილას...