მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 52:7

6. ამისთჳს ცნას ერმან ჩემმან სახელი ჩემი მას დღესა შინა, ვითარმედ მე ვარ თავადი, მეტყუელი: აქა ვარ.7. ვითარ შუენიერ არიან მთათა ზედა, ვითარცა ფერჴნი მახარებელისანი, სასმენელსა მშჳდობისასა, ვითარცა მახარებელისანი კეთილთა, რამეთუ სასმენელ-ვყო მაცხოვარებსა შენი, მეტყუელმან სიონისამან - იმეფოს ღმერთმან შენმან,8. რამეთუ ჴმაჲ მცველთა შენთაჲ ამაღლდა და ჴმითა ერთბამად იხარებდენ, რამეთუ თვალნი თუალთა მიმართ ხედვიდენ, ოდესცა შეიწყალოს უფალმან სიონი.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 52
7. ვითარ შუენიერ არიან მთათა ზედა, ვითარცა ფერჴნი მახარებელისანი, სასმენელსა მშჳდობისასა, ვითარცა მახარებელისანი კეთილთა, რამეთუ სასმენელ-ვყო მაცხოვარებსა შენი, მეტყუელმან სიონისამან - იმეფოს ღმერთმან შენმან,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 5-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ეკლესიის სამკვიდრო და მშვიდი ვედრება:

...ლო ჩემო, და ბიწი არა არს შენ თანა“** (). გსურს ფეხებიც იხილო? „ვითარ შუენიერ არიან მთათა ზედა, ვითარცა ფერჴნი მახარებელისანი, სასმენელსა მშჳდობისასა, ვითარცა მახარებელისანი კეთილთა“ ().

და სწორედ საკვირველი და გაოცებით სავსე ის არის, რომ, მას შემდეგაც, რაც იგი ამგვარად შეამკო, თავისი დიდების საჩვენებლად არ მოვიდა, რათა სილამაზის სიჭარბით არ განეცვიფრებინა იგი და გონს არ აერია; არამედ მოვიდა იმ სამოსლით შემოსილი, როგორიც სძალს ჰქონდა, რადგან „ეზიარა ჴორცითა და სისხლითა“ () მის მსგავსად; მას ზემოთ კი არ უხმობს, არამედ თვითონ მიდის მასთან, აქაც სიძის იმ წესს იცავს, რომელიც სიძეს სძალთან მიჰყავს. ამასვე ამბობდა მოსეც: „ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თვისი და დედა თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა“ (). და პავლეც: „საიდუმლოჲ ესე დიდ არს; ხოლო მე ვიტყჳ ქრისტესთჳს და ეკლესიისა“ (...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლბ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლბ ვითარმედ აწცა წესი მოციქულთაჲ უპყრიეს წინამძღუართა ეკლესიისათა, და სათნოებაჲ უაღრეს არს სასწაულთა:

...ალს მშჳდობაჲ, ანუ თუ წარვალს, და არა თუ კადნიერებისაგან ხოლო მოძღუართაჲსა.

აწ უკუე ნუ ვჰგონებთ, თუ მცირედ დაჭირვებაჲ არს ესევითარისა მშჳდობისაგან დაკლებაჲ; არა გესმისა, ვითარ შეამკობს მას წინაჲსწარმეტყუელი და იტყჳს: „ვითარ შუენიერ არიან ფერჴნი მახარებელთა მშჳდობისათანი, რომელნი ახარებენ მშჳდობასა და კეთილთა?“ ეგრეთვე უფალი სიკეთესა მას მშჳდობისასა მოასწავებს და ეტყჳს მოწაფეთა: „მშჳდობასა დაგიტევებ თქუენ, მშჳდობასა ჩემსა მოგცემ თქუენ“.

აწ უკუე ვისწრაფოთ, რაჲთა მშჳდობასა მას არა დავაკლდეთ, რამეთუ აჰა ესერა წინამძღუარნი ეკლესიისანი მისცემენ მშჳდობასა, და ესე მშჳდობაჲ მის მშჳდობისა სახე არს, ამისთჳს ჯერ-არს დიდითა გულსმოდგინები-თა შეწყნარებაჲ. უკუეთუ რომელმან არა შეიწყნარნეს მახარებელნი იგი მშჳდობისანი სახედ თჳსა და არა გამოზარდნეს, ესოდენისა სასჯელისა ღირს არს, რომელი არცა თუ სმენასა თავს-იდებდეს მშჳდობისასა, ვითარ მიეცეს მას მშჳდობაჲ? აჰა ესერა, მორწმუნეო, შენთჳს აღვალს მღდელი საკურ-თხეველსა, შენთჳს შესწირავს ვედრებასა, შენ მოგცემს მშჳდობასა, ვითარ უკუე ესრეთ უდებ ხარ სმენად? მშჳდობისა სახლი მორწმუნეთაჲ ზოგადი არს წმიდაჲ ეკლესიაჲ; შევლენ მორწმუნენი და მერმე მღდელთმოძღუარი ანუ მღდელი მი...

სრულად ნახვა