...მო გლოვის განვრცობისა და თანაზიარობისკენ და ამბობს: „განჰკრთა ამას ზედა ცა და განცჳბრდა უფროს ფრიად“ (). და კვლავ: „განჴმა თხემი კარმელისაჲ“ (); „იგლოოს ღჳნომან, იგლოვოს ვენაჴმან“ (). უსულო ქმნილებანი გლოვობენ, კვნესიან და მეუფესთან ერთად მრისხანებენ; შენ კი, გონიერი არსება, არ გტკივა? არ ამხილებ, ღვთის კანონთა მკაცრ დამცველად არ დგები, არამედ თანაზიარიც ხდები? და რა შენდობა შეიძლება გქონდეს? ნუთუ ღმერთს შურისმაძიებელი სჭირდება? ნუთუ შემწეთა საჭიროება აქვს? არამედ სურს, რომ ამის მსახური გახდე, რათა იმავე ცოდვებში არ ჩავარდე: სხვის ცოდვაზე აღშფოთებისას უფრო ფხიზელი და თავშეკავებული გახდე და ამითაც შენი ღვთისმოყვარეობა აჩვენო.
როცა სხვის ცოდვას გვერდს აუვლი, მის გამოსასწორებლად არაფერს მოიმოქმედებ და არც გეტკინება, შენს სულს უფრო დაუდევარსა და ადვილად დასაცემს ხდი და ხშირად ამზადებ, რომ ი...