წინასწარმეტყველება ესაიასი 24:17
16. ფრთეთაგან ქუეყანისათა ნიშნი გუესმნეს სასოებად კეთილმთნობისა. და თქვა: საიდუმლო ჩემი მე და ჩემთა. და იტყჳან: ვაჲ შეურაცხმყოფელთა, რომელნი შეურაცხ-ჰყოფენ შჯულსა.17. შიში და მთხრებლი და მახე იყოს თქუენ ზედა დამკჳდრებულთა ქუეყანასა ზედა.18. და იყოს, რომელი ევლტოდის შიშსა, შთავარდეს მთხრებლსა, ხოლო თანაწარსრული მთხრებლისაგან შეპყრობილ იქმნეს მახისა მიერ, რამეთუ სარკუმელნი ცისანი განეხუნენ და შეიძრნენ საფარველნი ქუეყანისანი.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 24