...აქმეებით აჩვენა ერისადმი მამობრივი სიყვარული და ამის შემდეგ ამბობდა: „ახლა მიუტევე მათ ეს ცოდვა, თუ არა და, ამომშალე შენი დაწერილი წიგნიდან.“ (). ესაიაც, როცა დაღუპულებს ხედავდა, ამბობდა: „ფლობილ-მყავთ მე, მწარედ ვიტირო.“ (). „ნუ განსძლიერდებით ნუგეშინის-ცემად ჩემდა, შემუსრვასა ზედა ასულისა ერისა ჩემისასა“ (). იერემიამ კი, როცა ქალაქი დაეცა, გრძელი გოდებანიც შეადგინა. იეზეკიელიც მათთან ერთად წავიდა და უცხო მხარე სამშობლოზე უფრო ასატანად მიიჩნია, რადგან უბედურებაში უდიდეს ნუგეშად ჰქონდა ის, რომ ტანჯულთა გვერდით ყოფილიყო და სხვისი საქმეები გამოესწორებინა. დანიელმაც მათი დაბრუნებისთვის ოცზე მეტი დღე უჭმელად დაჰყო და მთელი გულმოდგინება გამოიჩინა, როცა ღმერთს ევედრებოდა, ისინი მწარე მონობისგან გაეთავისუფლებინა. ამით კი თითოეული წმინდანი ბრწყინვალედ გამოჩნდება.
ასევე დავითმაც, რო...