მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 22:13

12. და მოუწოდა უფალმან საბაოთ მას დღესა შინა ტირილსა და ტყებასა და აღპარსვასა და მორტყმასა ძაძისასა,13. ხოლო მათ ყვეს შუება და მხიარულება და მკლველთა ზუარაკებთასა და დამწყუედელთა ცხოვართასა, რაჲთა ჭამონ ჴორცი და სუან ღჳნო მეტყუელთა: ვჭამოთ და ვსუათ, რამეთუ ხვალე მოვკუდებით.14. და აღსაბურველებულ არიან ესენი ყურთა შორის უფლისა ღმრთისა საბაოთისთა და არ მიგეტეოს თქუენ ცოდვა ესე, ვიდრემდისცა მოჰკუდეთ, - თქუა უფალმან ღმერთმან ძალთამან.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 22
13. ხოლო მათ ყვეს შუება და მხიარულება და მკლველთა ზუარაკებთასა და დამწყუედელთა ცხოვართასა, რაჲთა ჭამონ ჴორცი და სუან ღჳნო მეტყუელთა: ვჭამოთ და ვსუათ, რამეთუ ხვალე მოვკუდებით.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ობ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ობ სიყუარულისათჳს:

...ჯელი, არა ბოროტთა მათთჳს ოდენ, რომელთა ვიქმთ, არამედ ამისთჳსცა, რომელ სახელი ღმრთისაჲ ჩუენ მიერ იგმობვის.

ვიდრემდის უკუე მონაქმნულნი ვართ მრავალთა მათ ვნებათანი? განვეყენნეთ აწ მათგან! ნუმცა ვართ, ვითარცა უგულისხმონი იგი, რომელთათჳს იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „ვჭამოთ და ვსუათ, და ხვალე მოვსწყდებით“. ამისთჳსცა აყუედრებდა მათ, ვითარმედ: „ნუუკუე დაემკჳდრნეთა მხოლონი ქუეყანასა ზედა?“ ამისთჳს მეშინის, ნუუკუე დავადგრეთ ბოროტსა შინა და ვპოვოთ საშჯელი საუკუნოჲ. არამედ ჴელ-ვყოთ სათნოებაჲ, რაჲთა საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა