მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 22:4

3. ყოველნი მთავარნი შენნი წარივლტნეს ერთბამად მშჳლდისა მიერ, და წარსხმულნი ფიცხლად შეკრულნი არიან, და შემძლებელნი შენ შორის შორად წარივლტოდეს.4. ამისთჳს ვთქუ: ფლობილ-მყავთ მე, მწარედ ვიტირო. ნუ განსძლიერდებით ნუგეშინის-ცემად ჩემდა, შემუსრვასა ზედა ასულისა ერისა ჩემისასა,5. რამეთუ დღე შფოთებისა და წარწყმედისა და დათრგუნვილებისა და შეცთომილებისა უფლისა მიერ საბაოთისსა; შორის ჴევსა სიონისასა სცთებიან მცირითგან ვიდრე დიდადმდე, სცთებიან მთათა ზედა.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 22
4. ამისთჳს ვთქუ: ფლობილ-მყავთ მე, მწარედ ვიტირო. ნუ განსძლიერდებით ნუგეშინის-ცემად ჩემდა, შემუსრვასა ზედა ასულისა ერისა ჩემისასა,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

წინათქმა ესაია წინასწარმეტყველის განმარტებისათვის
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...აქმეებით აჩვენა ერისადმი მამობრივი სიყვარული და ამის შემდეგ ამბობდა: „ახლა მიუტევე მათ ეს ცოდვა, თუ არა და, ამომშალე შენი დაწერილი წიგნიდან.“ (). ესაიაც, როცა დაღუპულებს ხედავდა, ამბობდა: „ფლობილ-მყავთ მე, მწარედ ვიტირო.“ (). „ნუ განსძლიერდებით ნუგეშინის-ცემად ჩემდა, შემუსრვასა ზედა ასულისა ერისა ჩემისასა“ (). იერემიამ კი, როცა ქალაქი დაეცა, გრძელი გოდებანიც შეადგინა. იეზეკიელიც მათთან ერთად წავიდა და უცხო მხარე სამშობლოზე უფრო ასატანად მიიჩნია, რადგან უბედურებაში უდიდეს ნუგეშად ჰქონდა ის, რომ ტანჯულთა გვერდით ყოფილიყო და სხვისი საქმეები გამოესწორებინა. დანიელმაც მათი დაბრუნებისთვის ოცზე მეტი დღე უჭმელად დაჰყო და მთელი გულმოდგინება გამოიჩინა, როცა ღმერთს ევედრებოდა, ისინი მწარე მონობისგან გაეთავისუფლებინა. ამით კი თითოეული წმინდანი ბრწყინვალედ გამოჩნდება.

ასევე დავითმაც, რო...

სრულად ნახვა
საუბარი 29. "და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა" (დაბ 9:20-21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. წერილის კითხვის სულიერი სარგებელი:

...ია მწუხარება არა მარტო ახლობლებისთვის, არამედ სხვა ადამიანებისთვისაც. ვისაც მოისურვებს გახსენება, დაინახავს, რომ ყველა მათგანი ასეთ თანალმობას იჩენდა. ასე, მოისმენს, რომ ესაია ამბობს: «ამისთჳს ვთქუ: ფლობილ-მყავთ მე, მწარედ ვიტირო. ნუ განსძლიერდებით ნუგეშინის-ცემად ჩემდა, შემუსრვასა ზედა ასულისა ერისა ჩემისასა» (); იერემია: «ვინ მოსცეს თავსა ჩემსა წყალი და თუალთა ჩემთა წყაროჲ ცრემლთაჲ?» (); ეზეკიელი: «ვაჲ მე, ადონაჲ უფალო, აღჰჴოც შენ ნეშტთა ისრაჱლისათა» (); რომ დანიელი ტირის და ამბობს: არარაობამდე დაგვიყვანეს ყველა ხალხში; ამოსი: «შეინანე, უფალო, ამას ზედა» (); ამბაკუმი: «რაჲსათჳს მიჩუენენ მე ტკივილნი და შრომანი», და სხვა ადგილას: «და ჰყოფ კაცთა, ვითარცა თევზთა ზღჳსათა» (); მოისმენს ასევე, რომ უნეტარესი მოსეც ამბობს: «უკუეთუ არა, აღმჴოცე მეცა წიგნსა მისგან, რომელსა დამწერე» (); იგივე, როცა ღმერთმა აღუთქვა, მრავალრიცხოვანი ხალხის ბელადად გახდომა და უთხრა: **«და აწ მიტევე მე... და აღვჴოცნე იგინ...

სრულად ნახვა