...დე“** (). სხვა: „დაჯდება“. რადგან „ჯდომა“ მრავალ ადგილას არსების მუდმივობას აღნიშნავს. როგორც იერემიაც წარმოაჩენს, როცა ამბობს: „შენ მჯდომარე ხარ საუკუნოდ“ (). ებრაულიც აქ ამბობს: „იესებ“. წინასწარმეტყველი ამას ადამიანთა წარწყმედისას განუწყვეტლივ ამბობს, რითაც მისი არსების დაუსრულებლობას აჩვენებს და იმასაც, რომ ადამიანთა მოდგმა წარმავალია. ხოლო მისი არსება და დიდებულება დაუსრულებელია. ამას კი შიშის გასაძლიერებლად აკეთებს, რათა მის წინაშე ყველა ამ მიზეზით ძრწოდნენ: მისი დიდების სიდიადის გამოც, საკუთარი არსების არასრულობის გამოც, იმის გამოც, რომ იგი მარადჟამს ჰგიეს, და იმის გამოც, რომ მარადჟამს აღმატებული სიმკაცრით სჯის.
თუ საჭიროა რამე ანაგოგიური მნიშვნელობითაც ითქვას, ამას არ უნდა ავარიდოთ თავი. რადგან ზოგი რამ შეიძლება სულიერადაც განიჭვრიტოს; ზოგი კი მხოლოდ ისე...