...). „მოიპოვა ყოველი გზაჲ ზედმიწევნულებისაჲ. და მისცა იგი იაკობსა, ყრმასა თჳსსა, და ისრაილსა, შეყუარებულსა მის მიერ“ (). „ამის შემდგომად ქვეყანასა ზედა გამოჩნდა და კაცთა თანა იქცეოდა“ ().
4. უსხეულო მსახურება და მსხვერპლთა უარყოფა
და ყოველ სხვა შემთხვევაშიც დაინახავ, რომ წინასწარმეტყველები, რომელთა წიგნებს დღემდე ამაოდ ატრიალებ და აწვალებ, ამ საგნის გამო ყოველივეს ცხადად აცხადებენ. მაგრამ მათ წინააღმდეგ ბრძოლებზე ჩვენ მრავალგზის გვითქვამს და კვლავაც ვიტყვით; ახლა კი წინამდებარე საკითხებს მივყვეთ. „და უთხრობენ ცანი სიმართლესა მისსა, რამეთუ ღმერთი მსაჯულ არს“ (). აქ „სიმართლეში“, მგონია, იგი გულისხმობს მის დიდ მზრუნველობას, კაცთმოყვარეობას თვით მათდამი და ყველა ადამიანისადმი მრავალსახე და მრავალგვარ განგებულებას: ქმნილებით, სჯულით, მადლით, ხილულით, უხილავით, წინასწარმეტყველებით, ანგელოზებით, მოციქულებით, სასჯელებ...