...უწყვეტლივ ვატრიალებ თქვენს წინაშე, რათა თქვენს გონებაში ჩაიბეჭდოს და მხოლოდ მაშინ მოვიყვანო განმარტება. რადგან მარტო ეს წინასწარმეტყველი კი არ ამბობს ამას, არამედ სხვა წინასწარმეტყველმაც, თანხმიერად წარმოთქმით, თქვა: „ანუ იყოს სიბოროტე ქალიქსა შინა, რომელი უფალმან არა ქმნა?“ (). მაშ, რას ნიშნავს ნათქვამი? რადგან ყოველ ამ ადგილს ერთი განმარტება უნდა მივუსადაგოთ. მაშ, რა არის ეს განმარტება? თუ ამ სიტყვების ძალას შევიცნობთ. მაგრამ ყურადღებით დაუკვირდით; რადგან ამას განუწყვეტლივ არც უმიზეზოდ და არც ამაოდ გიბრძანებთ, არამედ იმიტომ, რომ უკვე აზრთა სიღრმისკენ მივდივართ.
საგანთაგან ზოგი კეთილია, ზოგი ბოროტი, ზოგი კი შუა მდგომი; მათგან ზოგი ბევრს ბოროტი ჰგონია, მაგრამ ბოროტი არ არის, არამედ მხოლოდ ასე იწოდება და ასე მიიჩნევა. მაგრამ, რათა ნათქვამი უფრო ცხადი გავხადო, მოდი, სიტყვა მაგალითებზე გამოვცადოთ. სიღარი...