მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ამოსისი 3:6

5. უკუეთუ დავარდეს მფრინველი ქუეყანასა ზედა თჳნიერ მემახყრისა? უკუეთუ დაერწყუეს მახე ქუყანასა ზედა თჳნიერ შეპყრობისა რაჲსამე?6. უკუეთუ ჴმა-ყოს საყჳრმან ქალაქსა შინა და ერი არა შეშინდეს? ანუ იყოს სიბოროტე ქალიქსა შინა, რომელი უფალმან არა ქმნა?7. მით, რამეთუ არა ქმნას უფალმან ღმერთმან საქმე, არა თუ გამოაცხადოს სწავლაჲ მისი მონათა მიმართ თჳსთა წინაწარმეტყუელელთა
წინასწარმეტყველება ამოსისი თავი 3
6. უკუეთუ ჴმა-ყოს საყჳრმან ქალაქსა შინა და ერი არა შეშინდეს? ანუ იყოს სიბოროტე ქალიქსა შინა, რომელი უფალმან არა ქმნა?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

„მე ვარ უფალი" — ჰომილია 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3.:

...უწყვეტლივ ვატრიალებ თქვენს წინაშე, რათა თქვენს გონებაში ჩაიბეჭდოს და მხოლოდ მაშინ მოვიყვანო განმარტება. რადგან მარტო ეს წინასწარმეტყველი კი არ ამბობს ამას, არამედ სხვა წინასწარმეტყველმაც, თანხმიერად წარმოთქმით, თქვა: „ანუ იყოს სიბოროტე ქალიქსა შინა, რომელი უფალმან არა ქმნა?“ (). მაშ, რას ნიშნავს ნათქვამი? რადგან ყოველ ამ ადგილს ერთი განმარტება უნდა მივუსადაგოთ. მაშ, რა არის ეს განმარტება? თუ ამ სიტყვების ძალას შევიცნობთ. მაგრამ ყურადღებით დაუკვირდით; რადგან ამას განუწყვეტლივ არც უმიზეზოდ და არც ამაოდ გიბრძანებთ, არამედ იმიტომ, რომ უკვე აზრთა სიღრმისკენ მივდივართ.

საგანთაგან ზოგი კეთილია, ზოგი ბოროტი, ზოგი კი შუა მდგომი; მათგან ზოგი ბევრს ბოროტი ჰგონია, მაგრამ ბოროტი არ არის, არამედ მხოლოდ ასე იწოდება და ასე მიიჩნევა. მაგრამ, რათა ნათქვამი უფრო ცხადი გავხადო, მოდი, სიტყვა მაგალითებზე გამოვცადოთ. სიღარი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ ჰზრუნავთ ხვალისა, რამეთუ ხვალემან იზრუნოს თავისა თჳსისა. კმა არს დღისა მის სიბოროტე თჳსი“ (6,34).:

...თავსა ზედა შენსა უმეტესსა შრომასა ზრუნვათა მიერ? რამეთუ „სიბოროტედ დღისა“ ამას ადგილსა არა ცოდვასა და უკეთურებასა უწოდა, - ნუ იყოფინ! - არამედ შრომასა და ჭირსა და უბადრუკებასა, რომელი შეემთხუევის კაცთა ზრუნვისაგან; ვითარცა სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ არს სიბოროტე ქალაქსა შინა, რომელი არა უფალმან ქმნა?“ არა თუ ცოდვა-თათჳს იტყჳს, ტაცებათა და ანგაჰრებათა, არცა სხუასა რას ესევითარსა, არამედ ზეგარდმო მოვლინებულთა მათ წყლულებათა; და კუალად იტყჳს: „მე ვქმნი მშჳდობაჲ და მოვავლინი ბოროტი“, რამეთუ აქაცა არა თუ უკე-თურებასა მოასწავებს, - ნუ იყოფინ! - არამედ სიყმილთა და სიკუდილ-თა და სხუასა ესევითარსა, რომელი მრავალთა მიერ ბოროტად შერაცხილ არს. რამეთუ ბოროტისა სახელი ორკერძო არს: ერთი იგი არს ჭეშმარიტად ბოროტი, რომელ არს ცოდვაჲ და ურჩულოებაჲ, რომლისა მიზეზი არავინ არს სხუაჲ, გარნა ეშმაკი და ბოროტნი იგი ნებანი ჩუენნი; ხოლო მეორე იგი სახელი ბოროტისაჲ ითქუმის კაცთა მიერ ჭირთათჳს და განსაცდელ-თა, რომელ არიან: სიყმილი, სრვაჲ, სიკუდილი, სნეულებანი, უწჳმროებანი და სხუაჲ მსგავსი ამათი, რომელ-ესე არა ბუნებით ბოროტ არიან, არამედ სახელითა; ხოლო მოივლინებიან კაცთა ზედა საწურთელად უკეთურებისა მათისა, ა...

სრულად ნახვა