...რადგან კეთილ ადამიანსაც ვერავინ დაუახლოვდება, როცა ზნით დაშორებულია მას, მით უფრო ვერ დაუახლოვდება ღმერთს. ხოლო იმის დასტურად, რომ ბოროტებს შეუძლიათ სათნო კაცებთან ახლოს გახდნენ, მოისმინე, რას ამბობენ მართლის შესახებ: „მძიმე არს ხილვად ჩუენდაცა“ ()3. ასევე იოანეც, საპყრობილეში მყოფი და უხილავი, ჰეროდიადას აწუხებდა; თუმცა ეს ქალი მისგან ასე შორს იყო; ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ იმ ტირანის სინდისსაც არყევდა. ამიტომ, სათნოებით მცხოვრებთაგან ნურავინ იფიქრებს, რომ რაიმე საშინელს იტანს, თუნდაც ბოროტები მასზე მზაკვრობდნენ. რადგან სინამდვილეში ცუდს ისინი განიცდიან, ვინც ბოროტებას სჩადიან.
„მოიძულენ შენ ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი. წარსწყმიდნე შენ ყოველნი, რომელნი იტყჳან სიცრუესა“ (). „კაცი მოსისხლე და მზაკუარი სძაგს უფალსა“ (...