მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წიგნი სიბრძნისა 2:15

14. მექმნა ჩუენ მამხილებელ ზრახვათა გულისა ჩუენისათა.15. მძიმე არს ხილვად ჩუენდაცა, რამეთუ არა მსგავს არს სხუათა ცხოვრება მისი და ცვალებულ ალაგნი მისნი.16. საძაგელად შეურაცხიეთ მას და განშორებულ არს გზათაგან ჩუენთა, ვითარცა არაწმიდათა ჰნატრის აღსასრულსა მართალთასა, განლაღებულ არს და მამად ღმერთსა იტყჳს,
წიგნი სიბრძნისა თავი 2
15. მძიმე არს ხილვად ჩუენდაცა, რამეთუ არა მსგავს არს სხუათა ცხოვრება მისი და ცვალებულ ალაგნი მისნი.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 5-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. გულისმიერი ლოცვა და სათნოებით მიახლება:

...რადგან კეთილ ადამიანსაც ვერავინ დაუახლოვდება, როცა ზნით დაშორებულია მას, მით უფრო ვერ დაუახლოვდება ღმერთს. ხოლო იმის დასტურად, რომ ბოროტებს შეუძლიათ სათნო კაცებთან ახლოს გახდნენ, მოისმინე, რას ამბობენ მართლის შესახებ: „მძიმე არს ხილვად ჩუენდაცა“ ()3. ასევე იოანეც, საპყრობილეში მყოფი და უხილავი, ჰეროდიადას აწუხებდა; თუმცა ეს ქალი მისგან ასე შორს იყო; ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ იმ ტირანის სინდისსაც არყევდა. ამიტომ, სათნოებით მცხოვრებთაგან ნურავინ იფიქრებს, რომ რაიმე საშინელს იტანს, თუნდაც ბოროტები მასზე მზაკვრობდნენ. რადგან სინამდვილეში ცუდს ისინი განიცდიან, ვინც ბოროტებას სჩადიან.

„მოიძულენ შენ ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი. წარსწყმიდნე შენ ყოველნი, რომელნი იტყჳან სიცრუესა“ (). „კაცი მოსისხლე და მზაკუარი სძაგს უფალსა“ (...

სრულად ნახვა
„ვიხილე უფალი" — ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...მოპოვებაც სურთ, რომ განზე გადახტნენ და დატუქსვას გაექცნენ. ამიტომ საჭიროა მათი შეკავება სიმშვიდითა და ლმობიერებით. რადგან ასეთი კაცი არა მხოლოდ ხმის ამოღებით, არამედ მხოლოდ ხილვითაც მძიმე იქნება შემცოდეთათვის; რამეთუ, როგორც წერია, „მძიმე არს ხილვად ჩუენდაცა“ ()4; ამიტომ დიდი სიმშვიდე უნდა გამოვიჩინოთ. ამიტომ სიტყვამ თქვენს თვალწინ გამოიყვანა როგორც შემცოდე, ასევე ისიც, ვინც მის გამოსწორებას ისურვებდა.

რადგან ბრძენი მკურნალებიც, როცა დალპობილი კიდურების გაკვეთას აპირებენ, ან სადინარებში ჩაჭედილი ქვების ამოღებას, ან ბუნების სხვა რაიმე დარღვევის გამოსწორებას, ავადმყოფს კუთხეში წაიყვანენ და იქ კი არ აკეთებენ ამას, არამედ შუა მოედნებზე გამოიყვანენ, გამვლელთაგან გარშემო მაყურებელთა წრეს შეკრებენ და ასე აკეთებენ გაკვეთას. ამას კი იმიტომ აკეთებენ, რომ ადამიანთა უბედურებებით სანახაობა მოაწყონ კი არა, არამედ მაყურებლებს, სხვის სხეულებზე ნანახით, ასწავლონ, დიდად იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელ...

სრულად ნახვა