მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წიგნი სიბრძნისა 2:24

23. რამეთუ ღმერთმან დაჰბადა კაცი უხრწნელებისათჳს და ხატი თავისა თჳსობისათჳს შექმნა იგი.24. შურითა ეშმაკისათა სიკუდილი სოფელსა შემოჴდა და განცდიან მას. რომელნი-იგი არიან ნაწილსა მისსა.
წიგნი სიბრძნისა თავი 2
24. შურითა ეშმაკისათა სიკუდილი სოფელსა შემოჴდა და განცდიან მას. რომელნი-იგი არიან ნაწილსა მისსა.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 46. „და თქუას: ვინ უთხრას აბრაჰამს" (დაბ 21:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. შურის ბოროტება და სათნოებისკენ შეგონება:

...ს უფსკრულში იძირება. ამის ცოდნით, გევედრებით, გავექცეთ ამ მომაკვდინებელ ვნებას და ყველა ძალისხმევით ამოვგლიჯოთ იგი ჩვენი სულიდან. ეს არის ყველაზე დამღუპველი ვნება და თავად ჩვენს ცხონებას ავნებს; ეს არის თავად ეშმაკის გამოგონება. ამიტომაც ბრძენი ამბობს: „შურითა ეშმაკისათა სიკუდილი სოფელსა შემოჴდა" (). რას ნიშნავს: „შურითა ეშმაკისათა სიკუდილი სოფელსა შემოჴდა"? ნიშნავს: როცა იმ ბოროტმა მხეცმა პირველქმნილი ადამიანი უკვდავი იხილა, ბოროტებით აცდუნა მცნების ურჩობისკენ და ამგვარად მიზეზი გახდა იმისა, რომ ადამიანი სიკვდილით დასჯას დაექვემდებარა. მაშ, შურმა წარმოშვა ცდუნება, ცდუნებამ — ურჩობა, ურჩობამ — სიკვდილი. ამიტომ ნათქვამია: „შურითა ეშმაკისათა სიკუდილი სოფელსა შემოჴდა". ხედავთ, რა ბოროტებაა ამ ვნებისგან? უკვდავებით აღზევებული სიკვდილს დაუქვემდებარა. მაგრამ მაშინ, როცა ჩვენი ცხონების მტერი, საკუთარი შურით აღძრული, მიზეზი გახდა იმისა, რომ უკვდავად შექმნილი პირველი ადამიანი სიკვდილის განაჩენს დაექვემდებარა, — მზრუნველი და კაცთმოყვარე უფალმა საკუთარი სიკვდილით კვლავ უკვდავება მოგვანიჭა, ისე, რომ ჩვენ უფრო მეტი შევიძინეთ, ვიდრე დავკარგეთ. ეშმაკმა სამოთხე წაგვართვა, უფალმა კი ზეცაში აგვიყვანა; ის ჩვენი სიკვდილით დასჯის მიზე...

სრულად ნახვა
საუბარი 1. შეგონებითი სიტყვა დიდი მარხვის დადგომისას
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ლოთობის ზიანი და მარხვის კურთხევანი (2:16-17):

...ზივით ცხოვრობდა, გადაწყვიტა მისი ცთუნება და კიდევ უფრო დიდი სიკეთის დაპირებით დაცემისკენ მიზიდვა, და ამგვარად, ისიც წაართვა, რაც უკვე ჰქონდა. აი, რას ნიშნავს საკუთარ საზღვრებში არდარჩენა და მეტის მოთხოვნა. სწორედ ამაზე მიუთითებს ბრძენი, როდესაც ამბობს: „შურითა ეშმაკისათა სიკუდილი სოფელსა შემოჴდა" (). ხედავ, საყვარელო, როგორ მოვიდა სიკვდილი თავიდანვე თავშეუკავებლობისგანგან? ნახე, როგორ საღვთო წერილიც შემდგომში მუდმივად გმობს მეინახეობას და ამბობს – ერთგან: „და დასხდა ერი იგი ჭამად და სუმად და აღდგეს სიმღერად" (), ხოლო სხვაგან: „ჭამა... განძღა და შეჰზრიობდა საყუარელი იგი, განსუქნა, განსხუა, განიშუა... და განუდგა" (). სოდომის მცხოვრებლებმაც ამით, სხვა დანაშაულთა გარდა, ღვთის შეუწყნარებელი რისხვა დაიმსახურეს. მოისმინე, რას ამბობს წინასწარმეტყველი: „ესე უსჯულოებაჲ სოდომისა... სისავსითა პურისაჲთა... ნუკვეულობდა" (). ეს მანკიერება თითქოს ყველა ბოროტების წყარო და ფესვია.

3. მარხვის მაგალითები საღვთო წერილში

ხედავ თავშეუკავებლობის ზიანს? ახლა მარხვის კეთილმყოფელ ნა...

სრულად ნახვა