შემდგომად ხუთისა დღისა შთავიდა მღდელთმოძღუარი ანანია ხუცესთა თანა და მეტყუელისა ვისმე ტერტჳლოჲს თანა, რომელთა აუწყეს მთავარსა მას პავლესთჳს. და ვითარცა მოუწოდეს მას, იწყო ტერტჳლოს შესმენად მისსა და თქუა: მრავალსა მშჳდობასა შინა ვართ შენ ძლით და განგებულებასა, რომელ იქმნების ნათესავსა ამას შინა მოღუაწებითა შენითა, სადავე და ყოველთა ადგილთა შევიწყნარებთ, მჴნეო ფელიქს, ყოვლითა მადლობითა (24,1-3).
თარგმანი: გულისჴმა-ყავ, ვითარ მრავალთა მიზეზთა დამაყენებელთა მქონებელნი არავე დაეყენებიან, არამედ...