ხოლო ვითარცა ორი წელი აღესრულა, გარდაიდგინა ფელიქს და ნაცვლად მისსა მოვიდა პორკიონი ფესტოს, და, რამეთუ ენება ფელიქსს მომადლებაჲ ჰურიათაჲ, დაუტევა პავლე კრულებათა შინა (24,27).
თარგმანი: სამართალ და შჯულიერ იყო კმა-ყოფაჲ ორ წელ უბრალოდ პყრობილებისა პავლესისაჲ და ჟამსა ცვალებისა თჳსისასა უეჭუელად განტევებაჲ მისი. ხოლო ფელიქსს ღმრთისა და სამართლად ბჭობისაჲ არა ჰგლოდა. საჴმართა მიღებისათჳს დროებდა ორ წელ, და ვითარცა მათგან ჴუებულ იქმნა, ცუდი დიდებაჲ მოიყიდა ჰურიათაგან, მათვე კრულებათა შინა...

