და აღსრულებასა მას დღისა მის მეერგასისასა იყვნეს ყოველნი ერთბამად ურთიერთას (2,1).
თარგმანი: ქრისტემან ღმერთმან, რომელმან ივნო ნებსით ჴორცითა, აღდგა მკუდრეთით და მის თანა აღმადგინნა ჩუენ, მომკუდარნი ცოდვითა, და დაჰჴსნა ძლიერებაჲ სატანაჲსი და ეშმაკთა მისთაჲ. ამისთჳსცა ჩუენ ვიდრე აღსრულებამდე მეერგასისა, ესე იგი არს, აღდგომითგან ვიდრე მოსლვადმდე სულისა წმიდისა, ერგასისთა მათ დღეთა ყოვლად არა მოვიდრეკთ მუჴლთა ლოცვასა შინა, არამედ მდგომარენი ვჴმობთ მტერთა მიმართ: "იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს,...


