...იოტებს, უკუეთუ გულისთქუმაჲ ბოროტი პოვოს, განჰლევს, უკუეთუ მოშიშებაჲ პოვოს, წარსდევნის და არღარა კაცებასა შინა დაუტეობს მას, არამედ ვითარცა ზეცისასა, ესრეთ ყოვლითურთ მუნ მიიყვანებს გონებასა მისსა. და ამისთჳსცა არღარავის მათგანსა აქუნდა რაჲ თჳსად, არამედ ყოველნი ლოცვასა შინა იყვნეს სიხარულითა გულისაჲთა. „რამეთუ ნაყოფი სულისაჲ ესე არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სარწმუნოებაჲ, სიმშჳდჱ“.
მოვიგოთ უკუე უძლეველი იგი შეწევნაჲ სულისაჲ დამარხვითა მცნებათაჲთა და არცა ანგელოზთასა უდარე ვიყვნეთ, რამეთუ მათცა თჳსითა გონებითა აქუს ესევითარი დიდებაჲ. და არა თუ მათ არა უჴმს კრძალულებაჲ. უკუეთუ არა, რადმცა გარდამოვრდომილ იყო ერთი იგი მათგანი? გარნა რამეთუ არა შეიკრძალა გონებაჲ თჳსი, უვარეს კაცთა უკე-თურთასა და პირუტყუთა სახე იქმნა. და კუალად წმიდათა ყოველთა, ქუეყანასა ზედა მყოფთა, ჴორცთა შინა ქმნეს, რაჲ-იგი ქმნეს კეთილი, რამეთუ ვითარცა მწირნი და უცხონი იყვნეს ქუეყანასა ზედა, და მოქალაქობაჲ მათი იყო ცათა შინა.
ამისთჳს უკუე ნუ იტყჳ შენ, ვითარმედ: ჴორცნი მასხენ და ვერ ვიტჳრთავ ოფლთა სათნოებისათა და შრომათა. ნუ აბრალებ ამათ სიტყუა-თა მიერ შემოქმედსა. იხილენ ყოველნი წმიდანი, რომელნი ჴორცთა ში...