მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 2:1

1. და აღსრულებასა მას დღისა მეერგასისასა, იყვნეს ყოველნი ერთბამად ურთიერთას,2. და იყო მეყსეულად ზეცით ოხრაჲ, ვითარცა მოწევნაჲ ქარისა სასტიკისაჲ, და აღივსო ყოველი იგი სახლი, სადა-იგი იყვნეს მსხდომარე.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 2
1. და აღსრულებასა მას დღისა მეერგასისასა, იყვნეს ყოველნი ერთბამად ურთიერთას,
თავი გ̂. საღმრთოჲსა სულისა წმიდისა მოსლვისათჳს, რომელი იქმნა მორწმუნეთა ზედა დღესა მეერგასესა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და აღსრულებასა მას დღისა მის მეერგასისასა იყვნეს ყოველნი ერთბამად ურთიერთას (2,1).:

თარგმანი: ქრისტემან ღმერთმან, რომელმან ივნო ნებსით ჴორცითა, აღდგა მკუდრეთით და მის თანა აღმადგინნა ჩუენ, მომკუდარნი ცოდვითა, და დაჰჴსნა ძლიერებაჲ სატანაჲსი და ეშმაკთა მისთაჲ. ამისთჳსცა ჩუენ ვიდრე აღსრულებამდე მეერგასისა, ესე იგი არს, აღდგომითგან ვიდრე მოსლვადმდე სულისა წმიდისა, ერგასისთა მათ დღეთა ყოვლად არა მოვიდრეკთ მუჴლთა ლოცვასა შინა, არამედ მდგომარენი ვჴმობთ მტერთა მიმართ: "იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით" (). ხოლო დღესა მას, რომელსა შინა ღმრთივ-შუენიერად ენანი ცეცხლისანი გამოგჳჩნდეს ჩუენ, მუჴლთა მოვიდრეკთ და ქუეყნად დავვარდებით, რამეთუ ხილვასა მას საღმრთოსა ვერ თავს-ვიდებთ, არამედ შევრდომითა მით ცხად ვჰყოფთ, ვითარმედ სულისა მიერ სრული თაყუანის-ცემაჲ სამებისაჲ ვისწავეთ, რამეთუ "სულ არს ღმერთი, და თაყუანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აც თაყუანის-ცემაჲ" (). და ამას ვჰყოფთ აღსრულებასა დღისა მის მეერგასისასა. ხოლო რაჲსათჳს მას დღესა იქმნა მოსლვაჲ სულისა წმიდისაჲ, ისმინე:

ჯერ-იყო ჟამსა ოდენ ყანათა...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 44-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
9. საუკუნო სასუფეველი და სულით ცხება:

...ე ამბობს: „და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ“ (); მის შესახებ კი: „რამეთუ არა ზომით მოსცა ღმერთმან სული“ (). და კვლავ: „მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ხორციელსა“ (). ხოლო ქრისტეზე სულის ნაწილი კი არ მოვიდა, არამედ მთელი სული მოვიდა; ამიტომაც თქვა: „რამეთუ არა ზომით მოსცა ღმერთმან სული“ (). „მური და შტახსი და კასია სამოსელთაგან შენთა“ (). სხვა ამბობს: „შენს სამოსელში“. სხვა: „ყოველი შენი სამოსელი“.

10. ეკლესიის პატივი და ნათლისღების სამოსელი

ზოგი ამბობს, რომ წინასწარმეტყველი ამ სიტყვებით საფლავს მიანიშნებს, სხვები კი ფიქრობენ, რომ ცხების შეცვლილ სახეს აჩვენებს. რადგან ძველი საცხებელი ამ სურნელოვანი ნივთიერებებისაგან კი არ შედგებოდა, არამედ სხვათაგან....

სრულად ნახვა