მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 6:10

9. ხოლო თქუენ ესრეთ ილოცევდით: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი,10. მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა.11. პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს
სახარებაჲ მათესი თავი 6
10. მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ით
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოედინ სუფევაჲ შენი“ (6,10).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: და ესეცა სიტყუაჲ მონისა ერთგულისაჲ არს, რაჲთა არა შემსჭუალულ იყოს გონებაჲ მისი სხუასა რასმე ცუდსა და წარმავალსა და უცხოსა საქმესა, არცა ენებოს შორს-ყოფაჲ ღმრთისა თჳსისაგან, არამედ სუროდის ადრე ხილვად მეუფისა მის სახიერისა, რომელ ღირს იქმნა მამად თჳსა წოდებად და სუფევისა მის საუკუნისა მკჳდრ-ყოფად.

ესე გულისსიტყუაჲ გონებისაჲ არს წმიდისაჲ და სულისა განშორებულისაჲ ყოველთაგან საქმეთა წარწყმედისათა და განყოფილისაჲ სოფლიოჲსა ამის ვერაგობისაგან.

ამის მიმართ ტკბილისა მის მამისა და ღმრთისა და მეუფისა სურვიელ იყო ნეტარი პავლე და სუფევისა მისისა მოსლვად სწადოდა მარადღე; ამისთჳს იტყოდა, ვითარმედ: „თჳთ ჩუენცა, რომელთა-ესე პირველი ნაყოფი სულისაჲ გუაქუს, თჳთ თავთა შინა ჩუენთა ვკუნესით და შვილებასა მას მოველით, გამოჴსნასა ჴორცთა ჩუენთასა”.

რამეთუ რომელსა ესევითარი ესე სურვილი აქუნდეს და მჴურვალებითა მით საღმრთოჲთა მოტყინარე იყოს, მას ვერცა კეთილნი ამის სოფლისანი შემძლებელ არიან აღზუავნებად, ვერცა ჭირნი და განსაცდელნი დამდაბლებად, არამედ ვითარცა სიმაღლესა შინა ცათასა დამკჳდრებული,...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი VI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
6:9-13 — უფლის ლოცვა:

9. ხოლო თქუენ ესრეთ ილოცევდით: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა.- სხვა არის აღთქმა და სხვა - ვედრება. აღთქმა არის დაპირება ღმრთის მიმართ, მაგალითად, როცა ვინმე უფალს ღვინისაგან, ან სხვა რაიმესაგან თავის შეკავებას აღუთქვამს, ვედრება კი - მისგან კეთილის გამოთხოვაა. ამბობს რა "მამა"-ს, გიჩვენებს შენ, რაოდენი სიკეთის ღირსი შეიქმენი, როცა ძე ღმრთისა გახდი, ხოლო სიტყვით ცათა შინა, შენ სამშობლო და მშობლიური სახლი გიჩვენა. უკეთუ გსურს მამად ღმერთი გყავდეს, მზერა ზეცისკენ წარმართე და არა მიწისკენ. შენ არ ამბობ: მამაო ჩემო, არამედმამაო ჩვენო, რადგანაც ყოველი კაცი, ვითარცა ძე ერთი მამისა, ძმად უნდა მიიჩნიო.

წმიდა იყავნ სახელი შენი. - ანუ ნმინდა გვყავ ჩვენ, რათა ჩვენით იდიდებოდე, რადგან ღმერთი, ისევე როგორც შეურაცხყოფილი, წმინდაც ჩემით იქნება, ან, რაც იგივეა, განდიდდება, ვითარცა წმინდა.

10. მოვედინ სუფევაჲ შენი. - იგულისხმება მეორედ მოსვლა, რადგან ადამიანი, რომელსაც სინდისი სუფთა აქვს, აღდგომისა და განკითხვის დღის დადგომისათვის ლოცულობს.

იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. - ამბობს: ვითარცა...

სრულად ნახვა
განმარტება ანუ აღხსნა უფლისა იესო ქრისტეს ლოცვისა, ესე იგი, მამაო ჩვენოისა, სამთა მოძღვრებათა შინა, თქმული აფხაზეთში ახლად მონათლულთა წინაშე
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი

ეს ლოცვა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ხშირად გესმის თქვენ ძმანო ქრისტიანენო, ყოველს წირვაზედ და ცისკარზედ. ამ ლოცვით დავიწყებთ ჩვენ ყოველთა სხვათა ლოცვათა, როგორადაც ეკკლესიაში, ეგრედვე ჩვენს საკუთარს სახლში. ეს ლოცვა არის უწმიდესი და უმაღლესი ყოველთა სხვათა ლოცვათა, მისთვის, რომელ იგი გვასწავა ჩვენ უფალმან იესო ქრისტემან. მე მსურს განგიმარტო, ანუ აღგიხსნა თქვენ ეს ლოცვა. ოდეს კაცი იტყვის რომელსამე ლოცვასა, კარგად თუ არ ესმის აზრი მისი, უსარგებლო იქმნება მისთვის ის ლოცვა.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა.

ვის უწოდებთ ჩვენ, ძმანო, მამად ამ სიტყვებში? უწოდებთ ღმერთსა, რომელი არს ცათა შინა და ყოველსა ქვეყანასა ზედა. რისთვის უწოდებთ ჩვენ ღმერთსა მამად? ვინ მოგვცა ჩვენ ისრედი კადნიერება, რომ მამად უწოდოთ ღმერთსა? ღმერთი არის ყოვლად შემძლებელი და ყოველთა უმაღლესი, კაცი არის მიწა და ნაცარი; მაშასადამე ვინ მოგვცა ესრედი ღირსება, რომ ღმერთს უწოდებთ მამად? ეს ღირსება მოგვცა ჩვენ ძემან ღვთისამან, უფალმა იესო ქრისტემან. რა სახით? ესრედ, რომელ იგი იყო ძე ღვთისა და მერმედ...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 119-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. მზაკვარი ენა და ზენა იერუსალიმი:

...და ყოველდღე ჩქარობენ, რომ დაბრუნების დღე იხილონ, ასევე მომავალ სიკეთეთა მოყვარულიც არც ახლანდელი სამწუხაროებით დამდაბლდება და არც კეთილდღეობით აღიმაღლებს თავს, არამედ ორივეს ჩაუვლის, როგორც გზაზე მავალი. სწორედ ამიტომ ლოცვაშიც გვებრძანება ვთქვათ: „მოვედინ სუფევაჲ შენი“ (), რათა იმ დღისკენ მივმართოთ წადილი და სურვილი, იგი თვალწინ გვქონდეს და ახლანდელს აღარც ვხედავდეთ. თუ იუდეველები იერუსალიმს ნატრობდნენ, განვლილს გოდებდნენ და გათავისუფლების შემდეგაც ასე იქცეოდნენ, ჩვენ რა შენდობა გვექნებოდა, ან რა თავის მართლება, თუ ზენა იერუსალიმის ძლიერი წადილით არ ვიქნებოდით შეპყრობილნი?

3. მშვიდობა მშვიდობის მოძულეთა შორის

მაშ, იხილე, როგორ დასტირიან ისინი მათთან ყოფნას და ამბობენ: „დავემკჳდრე მე საყოფელთა თანა კედარისათა. მრავალ ჟამ დაიმკჳდრა სულმან ჩემმან“ (). რადგან აქ ისინი მხოლოდ უცხო ქვეყანაში ყოფნას კი არ დასტირიან, არამედ ბარბაროსებთან ცხოვრებასაც. ასევე იქცეოდნენ სხვა წინასწარმეტყველნიც, როცა...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 114-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ცოცხალთა ქვეყანა და უხილავი სიკეთენი:

..., არც სხეულთა მიმართ ლტოლვა, არც სიღარიბე, არც სიმდიდრე, არც შეურაცხყოფა და არც სხვა რამ მსგავსი.

მაშ, ჩვენც ამ სიცოცხლეს ვესწრაფოთ და ყველაფერი ამისკენ მივმართოთ. რადგან ამისთვისვე გვებრძანება ლოცვაში ვთქვათ: „მოვედინ სუფევაჲ შენი“ (), რათა მუდამ იმ დღეს მივაპყრობდეთ მზერას. რადგან ვინც იმ სიყვარულით არის შეპყრობილი და იმ სიკეთეთა სასოებებით საზრდოობს, ამჟამინდელ საშინელებათაგან ვერაფერი ჩაძირავს და აქაურ მწუხარეთაგან ვერაფერი ჩაათრევს დაბლა; არამედ, როგორც სამეფო ქალაქისკენ მიმავალნი გზისპირას არაფერს ეკავებიან, არც მდელოებს, არც ბაღებს, არც ხევებს, არც უდაბნოებს, არამედ ორთავეს უგულებელყოფენ და მხოლოდ ერთს, მათ მომლოდინე სამშობლოს, შეჰყურებენ, ასე ისიც, ვინც ყოველდღე თავისთვის იმ ქალაქს წარმოისახავს და მისდამი სურვილს ასაზრდოებს, საშინელებათაგან არაფერს საშინლად მიიჩნევს და არც ბრწყინვალეთა და გამოჩენილთა შორის რამეს ბრწყინვალედ და გამოჩენილად. რას ვამბობ, „არ მიიჩნევს“-მეთქი? არამედ ამას ვერც კი დაინახავს, რადგან სხვა თვალებს იძენს, ისეთებს,...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 112-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ეკლესიის მსახურება და ღვთის ყველგანმყოფობა:

...ამიტომ ამბობს: „ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა“ ().

ამიტომაც სახარებებში ქრისტე გვიბრძანებდა, გველოცა და გვეთქვა: „იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა“ (). ესე იგი: როგორც ანგელოზები მას წმიდად ჰყოფენ, ყოველგვარი ბოროტებისგან განთავისუფლებულნი და სათნოებას ზედმიწევნით მისდევენ, ასევე ჩვენც ღირსნი გავხდეთ, რომ მას წმიდად ვჰყოფდეთ. ამასვე ცხადყოფს ეს წინასწარმეტყველიც, როცა დაუმატა: „და ცათა შინა არს დიდებაჲ მისი“ (). ნუ უყურებ მხოლოდ მიწაზე ამ ხილულ ქმნილებებს და ნურც ცის წესრიგს בלבד, არამედ გონებით ადი გრძნობადიდან გონისმიერზე, იმ არსებათა მშვენიერებებზე, იმ ცხოვრების ბრწყინვალებაზე; და მაშინ გაიგებ, როგორ არის ცათა შინა მისი დიდება. „ვინ არს, ვითარ უფალი ღმერთი ჩუენი, რომელი მაღალთა შინა დამკჳდრებულ არს და მდაბალთა ჰხედავს“ (

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. მოსმენილი სიტყვის აღსრულება მტერთათვის ლოცვით:

...ოთო. ეს იმიტომაა, რომ ლოცვის ძალა არ იცით და არც მის სიღრმესა და საუნჯეს იცნობთ; რადგან თუ ვინმე მას გაშლის, მასში ურწმუნოებისთვის ლოცვასაც პოვებს. როდესაც მლოცველი ამბობს: „იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა.“ (), სწორედ ამაზე მიანიშნებს და არა სხვა რამეზე.

როგორ? იმით, რომ ზეცაში არავინ არის ურწმუნო, არავინ არის დაბრკოლებული. ამიტომ, ეს მხოლოდ მორწმუნეებს რომ ეხებოდეს, ნათქვამს აზრი არ ექნებოდა. რადგან, თუ მორწმუნენი მის ნებას შეასრულებდნენ, ურწმუნონი კი არა, მისი ნება აღარ იქნებოდა ისე, როგორც ზეცაშია; მაშ, როგორ? როგორც ზეცაში, ამბობს, არავინ არის ბოროტი, ასევე ნურც ქვეყანაზე იქნება; არამედ ყველა, ამბობს, შენდამი შიშში მოიყვანე, ყველა ადამიანი ანგელოზად აქციე, თუნდაც ჩვენი მტრები იყვნენ, თუნდაც მოწინააღმდეგენი. ნუთუ ვერ ხედავ, ყოველდღე რამდენგზის იგმობა ღმერთი? რამდენგზი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მე ჴსენებისათჳს საშჯელისა:

...მართალნი კაცნი ჭირსა შინა არიან და ჭირსა შინა აღასრულებენ ცხორებასა მათსა? რამეთუ სადა მიიღებს თითოეული ამათი ღირსებისაებრ მათისა, უკუეთუ აღდგომაჲ არა არს? არამედ არავინ კეთილთა და მართალთა კაცთაგანი ურწმუნო არს აღდგომასა, გარნა მარადის ილოცვენ წმიდასა ამას სიტყუასა და იტყჳან, ვითარმედ: „მოვედინ სუფევაჲ შენი“. ;

ხოლო ვინ არიან, რომელნი აღდგომასა ურწმუნო არიან? არამედ იგინი, რომელნი ვლენ გზასა ბილწსა და ცხორებასა არაწმიდასა, ვი-თარცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: „ბილწ არიან გზანი მისნი ყოველსა ჟამსა, და მიღებულ არიან სამართალნი მისნი პირისა მისისაგან“. რამეთუ შეუძლებელ არს, თუმცა ვის აქუნდა ცხორებაჲ კეთილი, და იგიმცა ურწმუნო იყო აღდგომასა, რამეთუ რომელთა არარაჲ ღირსი ტანჯვისაჲ აქუნდეს, მათ უფროჲსად ჰრწამს და უხარის, რაჲთა მიიღონ კეთილთა მათთა ნაცვალი.

აწ უკუე ნუმცა განვარისხებთ მას, ჵ ძმანო, არამედ ვისმინოთ სიტყუაჲ მისი, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „გეშინოდენ მისა, რომელსა ძალ-უც სულთა და ჴორცთა გეჰენიასა შინა წარწყმედაჲ“, ; რაჲთა შიშისა...

სრულად ნახვა