მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 18:15

14. ესრეთ არა არს ნებაჲ მამისა თქუენისა ზეცათაჲსაჲ, რაჲთა წარწყმდეს ერთი მცირეთა ამათგანი.15. ხოლო უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინე ძმაჲ იგი შენი.16. ხოლო უკუეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაჲ, რაჲთა პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაჲ.
სახარებაჲ მათესი თავი 18
15. ხოლო უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინე ძმაჲ იგი შენი.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინო ძმაჲ იგი შენი“ (18,15).:

ვინაჲთგან ზემო ძლიერად შეჰრისხნა დამაბრკოლებელთა და დიდად შეაშინნა იგინი, რაჲთა არა მათ სიტყუათა მიერ დაბრკოლებულნი სრულიად უდებ იქმნენ და ჰგონებდენ, თუ ყოველივე სასჯელი დამაბრკოლებელთა მათ ზედა განჩინებულ არს, და სხუასა ძჳრისსაქმესა შთავარდენ და შეურაცხებად ძმათა თჳსთა მოვიდენ ზუაობით, ამისთჳს იხილე, ვითარ მათცა ჯეროვნად გულისჴმა-უყოფს და ბრძანებს, რაჲთა მხილებაჲ იგი მაშინ იქმნას, ოდეს ორნი ხოლო იყვნენ, რაჲთა არა მრავალთა წინაშე მხილებამან უმეტესად განაფიცხოს გული მისი. ამისთჳს იტყჳს: „მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინო ძმაჲ იგი შენი“.

რაჲ არს ესე: „უკუეთუ ისმინოს შენი“? ესე იგი არს, უკუეთუ აბრალოს თავსა თჳსსა და დაირწმუნოს, ვითარმედ ცოდა, შეიძინო ძმაჲ იგი შენი. არა თქუა, თუ: შეიძინოს მან თავი თჳსი, არამედ: „შეიძინო შენ ძმაჲ იგი შენი“, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ პირველ ამისა ორნივე ზღვევასა შინა იყვნეს და დაჭირვებასა. ამას დასჭირდებოდა ძმაჲ თჳსი, და მას დასჭირდებოდა ცხორებაჲ სულისა თჳსისაჲ. ესევე წესი პირველცა, ასწავლიდა რაჲ მთასა ზედა, განაწესა; რამეთუ ოდესმე შემაწუხებელსა უბრძანა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XVIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
18:15-18 — ძმის მხილება და შეკრვა-გახსნა:

15-17. ხოლო უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინე ძმაჲ იგი შენი. ხოლო უკუეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაჲ, რაჲთა პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაჲ. ხოლო უკუეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა; ხოლო უკუეთუ კრებულისაჲცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი. - წარმართა რა მძლავრი სიტყვა მაცდუნებელთა წინააღმდეგ. ახლა უფალი ცდუნებულთა გამოსწორებისათვის ზრუნავს. რათა შენ, ცდუნებული, საბოლოოდ არ დაეცე და ისევე როგორც მაცდუნებელი, შენც არ დაისაჯო, - ამბობს: რაჟამს გაცდუნებენ, ანუ ვნებას გაყენებენ, მსურს, რომ ამხილო ისინი, რომელნიც უსამართლოდ გექცევიან და გავნებენ, ოღონდ მაშინ, თუ ქრისტიანები არიან. დაუკვირდი, რას ამბობს: უკეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, ანუ ქრისტიანმა. უკეთუ უსამართლოდ უსჯულო გექცევა, იმაზეც უარი თქვი, რაც შენ გეკუთვნის, ხოლო უკეთუ ძმაა, ამხილე იგი. არ უთქვამს: შეურაცხყავიო, არამედ ამხილეო. უკუეთუ ისმინოს შენი, ე. ი. უკეთუ გონს მოეგება. უფალს სურს, რომ...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 49-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
7. ბოროტთან თანამონაწილეობა და მხილების ვალი:

...1 მეფ 2:25). რჯულშიც ზოგი რამ უკურნებელი იყო და სიკვდილითაც ისჯებოდა, ზოგს კი ერთგვარი უსწრაფესი ნუგეში ჰქონდა; ასევე ამბობს ქრისტეც ახალ აღთქმაში: „ხოლო უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი“ (). ამბობს: „ხოლო უკუეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაჲ“ (). „ხოლო უკუეთუ მათიცა არა ისმინოს“, მაშინ „იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი“ (). თუმცა სხვაგან პეტრემ თქვა: „უფალო, რაოდენ-გზის შემცოდოს ძმამან ჩემმან, და მიუტეო მას?“, და მოისმინა: „ვიდრე სამეოც და ათ შჳდ-გზის“ (); აქ კი ორი შეგონების შემდეგ შეცოდების სიმძიმეს აჩვენებს და აღარ აიძულებს კვლავ მის გვერდით დარჩენას. მაშ, რა? ესენი იმათ ეწინააღმდეგება? შორს...

სრულად ნახვა
„ვიხილე უფალი" — ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3.:

...და რაც ქრისტემ ადამიანებს ურჩია გაეკეთებინათ, როცა ერთმანეთის მიმართ შესცოდავდნენ, სწორედ ეს გააკეთა ღმერთმა ადამიანის მიმართ. რადგან, ამბობს: „ხოლო უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი“ (). ასევე ამხილა ღმერთმა ეს მეფეც. და ქრისტე ამბობს: „თუ შენ არ გისმენს, იყოს შენთვის, როგორც წარმართი და მეზვერე“ ()7; ღმერთმა კი კაცთმოყვარეობით თავისივე კანონებს გადააბიჯა: არც მაშინ მოკვეთა იგი; თუმცა ოზიამ არ ისმინა და განრისხდა, ღმერთმა მაინც არ უარყო, არამედ კვლავ იღებს და ისე წვრთნის, რომ ეს წვრთნა უფრო გამოსწორებას ემსახურება, ვიდრე სასჯელს. რადგან ზემოდან მეხი არ მოუვლენია და ურცხვი თავი არ დაუწვავს, არამედ მხოლოდ კეთრით დასაჯა და შეგონება მისცა.

ოზიას შესახებ ამბავი ასეთია. მე კი კიდევ...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 15
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ხუცესთა პატივი, სწავლება და მხილება:

...დონ. ხოლო „ამხილე“ თქვა, რითაც ცხადყოფს, რომ არა უბრალოდ, არამედ სიმკაცრით; რადგან ასე სხვებსაც ექნებათ შიში. მაშ, როგორ ამბობს ქრისტე: „უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი“ ()? ოღონდ მასაც ნებას აძლევს, ეკლესიაში იქნეს მხილებული.

3. სასჯელის შიში და ხილულთა წარმავლობა

მაშ, რა? განა უფრო მეტად არ აბრკოლებს ის, რომ კაცი „წინაშე ყოველთაჲსა“ () იმხილოს? როგორ? როცა ცოდვა იციან, სასჯელი კი არ იციან, მაშინ უფრო მეტად ვარდებიან საცდურში. როგორც მაშინ, როცა შემცოდენი დაუსჯელნი რჩებიან, მრავალია დამნაშავე, ასევე, როცა ისინი ისჯებიან, მრავალია სწორად მოქმედი. ასე მოიქცა ღმერთიც: ფარაონი ყველას წინაშე გამოიყვანა და დასაჯა, ასევე ნაბუქოდონოსორიც; ქალაქების შემთხვევაშიც და ცალკეული ადამიანების შემთხვ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ“ (7,1).:

...(1 ტიმ. 5,20) და კუალად ქრისტემან ჰრქუა პეტრეს: „უკუეთუ ცოდოს ძმამან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინო ძმაჲ შენი. უკუეთუ შენი არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაჲ. უკუეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა“.

იხილე, რავდენნი მამხილებელნი წარმოუდგინნა, და არა ხოლო მამხილებელნი, არამედ დამსჯელნიცა, რამეთუ თქუა: „უკუეთუ კრებულისაჲცა არავე ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი“.

ანუ ვითარ მისცნა კლიტენი და უბრძანა შეკრვად და განჴსნად, უკუე-თუ არა უჴმდა განკითხვაჲ? ცუდ იყო ესე ყოველი?

და აწცა სოფელსა შინა, უკუეთუ ესე სიტყუაჲ ეგრეთ ეგოს, ვითარ იყოს წესიერებაჲ სოფლისაჲ ანუ ეკლესიათაჲ? რამეთუ უკუეთუ არა განიკითხოს უფალმან მონაჲ, და მამამან - შვილი, და მეგობარმან - მეგობარი, მრავალი აღორძინებაჲ და წარმატებაჲ პოოს უკეთურებამან.

რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე? გულისჴმა-ვყოთ კეთილად, რაჲთა არა წამალი ესე ცხორებისაჲ და რჩული მშჳდობისაჲ შეჰრაცხოს ვინ რჩულად უწესოებისა, რამეთუ ყოვლადვე კრძალულებით ჯერ-არს გულისჴმის-ყოფაჲ.

და ყოველთავე სიტყუათა უფლისათა ძალისა გამოძიებაჲ გჳღირს, და თ...

სრულად ნახვა