მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 12:36

35. კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გამოიღის კეთილი, და ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გამოიღის ბოროტი.36. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: ყოველი სიტყუაჲ უქმი რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთჳს დღესა მას სასჯელისასა.37. რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო.
სახარებაჲ მათესი თავი 12
36. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: ყოველი სიტყუაჲ უქმი რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთჳს დღესა მას სასჯელისასა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მე გეტყჳ თქუენ: ყოველი სიტყუაჲ უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთჳს დღესა მას სასჯელისასა. რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო“ (12,36-37).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა სამსჯავროჲსა მის სიმართლე? არა თუ სიტყუა-თაგან უცხოთაო, არამედ შენთავე სიტყუათაგან ანუ დაისაჯო, ანუ განჰმართლდე. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ უქმი? - ყოველივე სიტყუაჲ ცუდი, რომლისაგან არარაჲ არნ საქმე საჴმარი: ყოველი სიტყუაჲ ტყუილისაჲ, ყოველივე სიტყუაჲ ძჳრის-ზრახვისაჲ, ყოველი სიტყუაჲ ბასრობისაჲ, ვნებული და მავნებელი, - ესევითარნი სიტყუანი ბრალისა თანამდებ არიან.

ვინაჲთგან უკუე ესე ესრეთ არს, ამიერითგან ნუ იგინი არიან ზრუნვასა და საურავსა შინა, რომელთათჳს ძჳრის-ზრახვანი ითქუმოდინ, არამედ რომელთა მიერ ითქუმოდინ; რამეთუ არა თუ ამათ უჴმს სიტყჳს-მიცემაჲ, თუ რად ძჳრი ვინ უზრახა, არამედ ამათ თანააც სიტყჳს-მიცემაჲ, თუ რად ძჳრსა იტყოდეს.

და ნანდჳლვე ესე ვნებაჲ არცა ჴორცთა რას ერგების და სულსა დიდად ავნებს. რაოდენ იგი სხუათა შეაწუხებს, ეგოდენ მეტყუელისა მის სულსა აჭირვებს, და ყოველივე სიტყუაჲ და ყოველივე საქმე, რომლითა მოყუასსა ვინ ავნებდეს, უმეტეს და უპირატეს თავსა თჳსსა ავნებს, რამეთუ რომელი ცეცხლსა დასთრგუნვიდეს, ფერჴთა თჳსთა დაიწუავს, და რომელი დეზსა წიხნიდეს, მოიწყლვის. ეგრეთ არს, რომელი მოყუასსა თჳსსა ავნებდეს.

მათეს სახარების განმარტება - თავი XII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
12:31-37 — სულიწმიდის გმობა და სიტყვის პასუხისმგებლობა:

31-32. ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველი ცოდვაჲ და გმობაჲ მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაჲ არა მიეტეოს კაცთა. და რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა კაცისათჳს, მიეტეოს მას; ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათჳს, არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას. - აქ იგი ამბობს: ყოველ სხვა ცოდვას, მაგალითად, მრუშობასა და ქურდობას, რაღაც მცირე გამართლება მაინც აქვს, რადგან ამ დროს კაცობრივ სისუსტეს მოვიხმობთ და შედარებით პატიებასაც უფრო ვიმსახურებთ. მაგრამ რაჟამს ვინმე სულის მიერ აღსრულებულ სასწაულებს უყურებს და ცილს სწამებს, რომ თითქოს ისინი დემონური ძალით სრულდებიან, ამას რა გამართლება მოეძებნება? ცხადია, მან იცის, რომ ისინი სულისა მიერ წმიდისა ხდება, მაგრამ ცუდად განზრახ იქცევა. ამგვარს როგორღა მიეტევება? როცა იუდეველები ხედავდნენ უფალს, რომელიც ჭამდა და სვამდა, ურთიერთობა ჰქონდა მეზვერეებსა და მეძავებთან და ყველა სხვა საქმეს, ვითარცა ძე კაცისა, აღასრულებდა და შემდეგ საყვედურობდნენ ჭამისა და ღვინის სმის გამო, ამ დროს ისინი შენდობის ღირსნი იყვნენ და ამისთვის არც სინანული მოეთხოვებოდათ, რადგან ჩანდა, რომ ცდომილებისათვის საკმარისი...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 49-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
10. ფარული მხილება და ავისმეტყველების საფრთხე:

...ს საშინელი დღე, მიუკერძოებელი სამსჯავრო: თუ სიცრუეს იტყვი, ზედმეტ ცოდვებს შემატებ. რადგან ამბობს: „ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: ყოველი სიტყუაჲ უქმი რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთჳს“ ღმერთს, „დღესა მას სასჯელისასა“ (). და თუნდაც ნათქვამი ჭეშმარიტი იყოს, ამბობს იგი, არც მაშინ გათავისუფლდები მსჯავრისგან, როცა მოყვასის უბედურებებსა და სირცხვილებს სანახაობად გამოფენ. მაშ, გაიხსენე ფარისეველი. ის მეზვერე არ იყო, მაგრამ მეზვერეზე უფრო ცოდვილი გახდა, რადგან მეზვერე ბოროტად მოიხსენია. მეზვერე ფარისეველი არ იყო, მაგრამ ფარისეველზე უფრო მართალი გახდა, რადგან საკუთარი თავი საწყლად შერაცხა. „ესე ყოველი ჰყავ და დავიდუმე;“ (). „ჰგონე უსჯულოებაჲ, ვითარმედ მეცა შენ გემსგავსო;“ (). **„გა...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. უღირსი მღვდლები და განკითხვის საფრთხე:

...რ გინდა; აქ კი არა მხოლოდ არ განერიდები, არამედ ზედმეტ საფრთხესაც იღებ. ეს სიტყვები უპასუხისმგებლოდ არ რჩება; რადგან მოისმინე ქრისტე, რომელიც ამბობს: „ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: ყოველი სიტყუაჲ უქმი რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთჳს დღესა მას სასჯელისასა.“ (). საერთოდ კი, ფიქრობ, რომ ვინმეზე უკეთესი ხარ, და არ ოხრავ, არც მკერდს იცემ, არც ქვემოთ იხრება თავი შენი, არც მეზვერეს ჰბაძავ? ამრიგად, საკუთარი თავი დაღუპე, თუნდაც უკეთესი ხარ. უკეთესი ხარ? დუმდე, რათა უკეთესი დარჩე; ხოლო თუ იტყვი, ყოველივე დააცარიელე. თუ ასე იფიქრებ, არაფერი შეგემატება; ხოლო თუ არ იფიქრებ, ბევრი შეგიმატებია. რადგან თუ ის, ვინც ცოდვილი იყო, აღიარების გამო გამართლებული ჩამოვიდა, ის, ვინც ძალზე ცოდვილი არ არის და ამგვარად არის დარწმუნებული, რას არ მოიგებს?

გამოიძიე შენი ცხოვრება. არ იპარავ?...

სრულად ნახვა
თესალონიკელთა მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. ლოცვის ერთობა და საერთო ზიარება:

...ტყობთ, გამოსწორდებით; ხოლო ჩვენ, თუ შევცოდეთ და ეს არ ვიცით, გამოვსწორდებით. თქვენთვის გულგრილობა სასარგებლო არ არის; რამეთუ სასჯელი ელის მათ, ვინც ყოველ უქმ სიტყვას წარმოთქვამს: „ყოველი სიტყუაჲ უქმი რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთჳს დღესა მას სასჯელისასა." (). ჩვენ კი ბრალდებებს ვიცილებთ, ცრუსაც და ჭეშმარიტსაც: ცრუს იმით, რომ ვაჩვენებთ, ცრუა, ხოლო ჭეშმარიტს იმით, რომ იმავეს აღარ ვაკეთებთ.

რამეთუ ამდენზე მზრუნველისთვის დიდად გარდაუვალია, რომ რაღაც არ იცოდეს და უცოდინრობით შესცოდოს. თუ თითოეული თქვენგანი, რომელსაც სახლი აქვს და ცოლს, შვილებსა და მსახურებს განაგებს — ზოგი მეტს, ზოგი ნაკლებს — მაინც, ასეთი მცირე რიცხვის სულებზე ზრუნვისას, იძულებულია ბევრ რამეში შეცდეს, არა თავისი ნებით, არამედ ან იმიტომ, რომ არ იცის, ან იმიტომ, რომ რაიმეს გამოსწორება სურს, ბევრად უფრო ჩვენ, ამხელა ხალხის წინამძღოლნი. და კიდევ: „უფალმა გაგამრავლოთ თქვენ და გაკურთხოთ თქვენ, მცირენი დიდებთან ერთად" ()....

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1996 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარე და ღვთივკურთხეულ შვილებს:

...ა და ნაცნობებზეც ვავრცელებთ. რა ხშირად არ გვაქვს ჩვენ ეს შეგნებული და უაზროდ წარმოთქმულ სიტყვებში ვიძირებით, გვაგიწყდება რა სიტყვები მაცხოვრისა: ყოველი სიტყუაჲ უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთჳს დღესა მას სასჯელისასა. რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო ().

ამიტომ დიდი ყურადღება და სიფრთხილე გვმართებს იმის მიმართ, თუ რას ვამბობთ, ან ვაკეთებთ. ყოველი ჩვენი სიტყვა და მოქმედება ჩვენი მაცხოვნებელი უნდა იყოს და ამავე დროს სამყაროს წინაშე ჩვენს რწმენას ღვთისა, - რწმენას მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრისა, უნდა გამოხატავდეს. რაც არ უნდა მძიმე ცხოვრება ჰქონდეს, დღესასწაულს წმიდა პასექისა მორწმუნე ქრისტიანისათვის ყოველთვის განსაკუთრებული სიხარული მოაქვს. ამ არამიწიერი სიხარულით აღსავსე ყველას სიყვარულით გილოცავთ დიდ დღესასწაულს სიხარულისა და სასოებისა:

ქრისტე აღდგა!

ჩვენ გვიხარია, რომ იძლია სიკვდილი და რომ მაცხოვრის სიკვდილითა და აღდგომით აღსრულდა დიდი საიდუმლო - გამოსყიდვა კაცთა მოდგმისა; გვიხარია, რომ ყოველ ჩვენგანს შეუძლია პავლე მოციქულთან ერთად გაიმეოროს სიტყვები: სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი? (

სრულად ნახვა