მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 10:7

6. და უკუეთუ იყოს მუნ ძჱ მშჳიდობისაჲ, განისუენოს მის ზედა მშჳდობამან თქუენმან, უკუეთუ არა − თქუენდავე მოიქცეს.7. მასვე სახლსა შინა იყვენით, ჭამდით და სუემდით მათ თანა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა, ნუ მიხუალთ სახლითი სახლად.8. და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და შეგიწყნარნენ თქუენ, ჭამდით წინა-დაგებულსა თქუენსა
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 10
7. მასვე სახლსა შინა იყვენით, ჭამდით და სუემდით მათ თანა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა, ნუ მიხუალთ სახლითი სახლად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი ი̂ა. სახე სულისა აზნაურებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ეზიარებოდენ უმეცარი იგი სიტყუასა მასწავლელისასა ყოველსა შინა კეთილსა (6,6).:

...იერისა მიღებაჲ მისგან. რამეთუ ესე ძუელსა შინა განაწესა ღმერთმან ლევიტელთათჳს, რაჲთა ერისაგან იზარდებოდინ და ჴორციელისა არაჲს ზრუნვითა განუყოფელ იყვნენ ღმრთისმსახურებისაგან. და ახალსა შინა კუალად ესევე ბრძანა, ვითარმედ: "რომელსა სახლსა შეხვიდეთ, ჭამდით წინადაგებულსა თქუენსა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდელსა თჳსსა" (). ხოლო ამას თუ ვინმე ეძიებდეს, ვითარმედ: რომელმან-იგი უმადლოჲ ერი ზეცით მანანაჲთა გამოზარდა, მოწაფენი და მოციქულნი თჳსნი რაჲსა უტევნა შრომით და ჭირით უპოვარებად? — ცხად არს, ვითარმედ — ამისთჳს, რაჲთა ყოვლითურთ მსგავს იყვნენ მეუფესა და მოძღუარსა მათსა, რომელსა-იგი არა აქუნდა, სადა თავი მიიდრიკოს; და კუალად, რაჲთა რასა-იგი ქადაგებენ სიტყჳთ, იგი აჩუენონ საქმით; ესე იგი არს, შეურაცხ-ყოფაჲ სოფლისაჲ, და ვითარმედ მრავლითა ჭირითა გჳჴმს შესლვად სასუფეველსა. და კუალად, რამეთუ კმა იყო მათდა სიმაღლედ სიმრავლე იგი ძალთა და კურნებათაჲ, რაჲთა არავინ ჰგონოს მათი გარეგან ჴორცთა ყოფაჲ, ამისთჳს სახე ყოვლისა სიმდაბლისა და უპოვარებისაჲ აჩუენა მათ მიერ, რაჟამს ესოდენთა ძალთა აღმასრულებელნი იგი მოქენე იყვნეს მდღევრისა საზრდელისა, თჳთ მათვე მოწაფეთა მათთაგან, რომელნი-იგი მათ გამოეზარდნეს პურითა ზეცისაჲთა.

მოციქულისაჲ: ნუ სცთებით; ღმერთი არა შეურაც...

სრულად ნახვა