...: „მჯდომარეს“; სხვა კიდევ ამბობს: „ხალხთა შორის მისი განზრახვანი“. რას ამბობ? ის, ვის შესახებაც ნათქვამია: „ცაჲ საყდარ ჩემდა, ხოლო ქუეყანა კუარცხლბეკ ფერჴთა ჩემთა“ () და „ჴელსა შინა მისსა არიან ყოველნი კიდენი ქუეყანისანი“ (), ნუთუ სიონში მკვიდრობს? დიახ; რადგან აქ „მკვიდრობაში“ იგი შემოზღუდვას კი არ გულისხმობს — მისი დიდებულება ხომ უსაზღვროა — არამედ ამ ადგილისადმი სიახლოვესა და ახლობლურ დამოკიდებულებას, რათა იუდეველები ამგვარი დამდაბლებით თავისკენ მიეზიდა. ამიტომ ჩვენთანაც სახლს სწორედ იმიტომ ეწოდება სახლი, რომ მის მიმართ ახლობლური დამოკიდებულება გვაქვს. ასევე ითქმის, რომ იგი ჩვენში მკვიდრობს, არა იმიტომ, თითქოს ჩვენ მიერ იყოს შემოსაზღვრული, არამედ იმიტომ, რომ ჩვენდამი ახლობლური დამოკიდებულება აქვს. ხოლო სიონი ანაგოგიური მნიშვნელობით ეკლესიად ითქმის, რადგან წერილია: „მოსრულ ხართ თქუენ მთასა სიონსა“ () და „ეკლესიასა პირმშოთასა“ ()....