მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 94:8

7. რამეთუ იგი არს ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ერი სამწყსოსა მისისა და ცხოვარნი ჴელისა მისისანი.8. დღეს თუ ჴმისა მისისა ისმინოთ, ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა,9. ვითარცა-იგი განმწარებასა მას დღისა მისებრ განცდისა უდაბნოსა ზედა; სადა-იგი განმცადეს მე მამათა თქუენთა; გამომცადეს მე და იხილნეს საქმენი ჩემნი.
ფსალმუნნი თავი 94
8. დღეს თუ ჴმისა მისისა ისმინოთ, ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 142-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ღმრთის საქმეთა ხსოვნა და დაცემულთა აღდგომა:

...წარკვეთილებას მივეცემით, არამედ საკუთარ თავს ამ წინასწარმეტყველურ სიტყვებს ვუგალობებთ: „ნუ დაცემული არ აღდგების?“ (). და კვლავ: „დღეს თუ ჴმისა მისისა ისმინოთ, ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა, ვითარცა-იგი განმწარებასა მას“ (); და ამგვარი აზრებით საკუთარი თავი შევკრათ და ზემოთ ამოვიზიდოთ. „მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ“ (). სხვა თარგმანშია: „მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი“ (), ესე იგი, სწრაფად.

6. ღმრთის ნების სწავლა და ღირსი ვედრება

ხედავ სულს, რომელიც ჭირსა და შფოთშია? რადგან გამოცდის დადგომამდე ამ სულს სურს მოისმინოს, რათა სასოებებითა და მოლოდინით გაიმართოს. რასაც ამბობს, ეს არის: აღმადგინე დაპირების საფუძველზე. შემდეგ თხოვნის მიღების გასამართლებელ საფუძველსაც უმატებს და ამბობს: **„რამეთუ მე შე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პვ რაჲთა არა უგულებელს-ვჰყოფდეთ მცირეთა ცოდვათა, რამეთუ მარადის ეშმაკი მცირეთაგან იწყებს ბრძოლად ჩუენდა და ესრეთ დიდთა ცოდვათა შთაგუაგდებს:

...ვითარცა იტყჳს: „ნუუკუე დაცემული იგი არა აღდგისა, ანუ მიქცეული არა მოიქცისა?“ და კუალად იტყჳს: „არა მნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ, არამედ მოქცევაჲ და ცხორებაჲ“; და კუალად იტყჳს: „დღეს თუ ჴმისა ჩემისაჲ ისმინოთ...“; ; და კუალად თქუა უფალმან: „სიხარული იქმნების ცათა შინა ერთისათჳს ცოდვილისა, რომელმან შეინანოს“.

და სხუანი მრავალნი ესევითარნი სიტყუანი და საქმენი მოგუცნა სახედ სინანულისა, რაჲთა გულსავსე ვიქმნათ, ვითარმედ შევინანოთ თუ, ყოველთავე ცოდვათა შეგჳნდობს უფალი და შეგჳწყალებს.

ამისთჳსცა გევედრები, საყუარელნო, დავკრძალნეთ კარნი ცოდვისანი, რაჲთა არა შემოვიდეს ჩუენ შორის. ნუ იტყჳ, თუ: რაჲ არს, უკუეთუ მივხედნე პირსა მას? რამეთუ უკუეთუ გულსა შინა შენსა იმრუშებდე, ადრე შთაჰვარდე ჴორცითაცა საქმესა.

ნუ იტყჳ: რაჲ არს, უკუეთუ ამას გლახაკსა თანაწარვჰჴდე? რამეთუ ხვალე სხუასა წარჰჴდები და კუალად სხუასა და იქმნები უწყალო. ნუ იტყჳ: რაჲ არს, უკუეთუ ესე რაჲმე სხჳსაჲ აღვიღო? რამეთუ ამან წარწყმიდა აქაბი, და ფასიცა მისცა, გარნა იძულებით იყო საქმე იგი....

სრულად ნახვა