...: „მჯდომარეს“; სხვა კიდევ ამბობს: „ხალხთა შორის მისი განზრახვანი“. რას ამბობ? ის, ვის შესახებაც ნათქვამია: „ცაჲ საყდარ ჩემდა, ხოლო ქუეყანა კუარცხლბეკ ფერჴთა ჩემთა“ () და „ჴელსა შინა მისსა არიან ყოველნი კიდენი ქუეყანისანი“ (), ნუთუ სიონში მკვიდრობს? დიახ; რადგან აქ „მკვიდრობაში“ იგი შემოზღუდვას კი არ გულისხმობს — მისი დიდებულება ხომ უსაზღვროა — არამედ ამ ადგილისადმი სიახლოვესა და ახლობლურ დამოკიდებულებას, რათა იუდეველები ამგვარი დამდაბლებით თავისკენ მიეზიდა. ამიტომ ჩვენთანაც სახლს სწორედ იმიტომ ეწოდება სახლი, რომ მის მიმართ ახლობლური დამოკიდებულება გვაქვს. ასევე ითქმის, რომ იგი ჩვენში მკვიდრობს, არა იმიტომ, თითქოს ჩვენ მიერ იყოს შემოსაზღვრული, არამედ იმიტომ, რომ ჩვენდამი ახლობლური დამოკიდებულება აქვს. ხოლო სიონი ანაგოგიური მნიშვნელობით ეკლესიად ითქმის, რადგან წერილია: „მოსრულ ხართ თქუენ მთასა სიონსა“ () და „ეკლესიასა პირმშოთასა“ ()....
ფსალმუნნი 94:4
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
..., რომ მას მახვილი და მშვილდი აქვს, როცა მას შეუძლია ქვეყნიერება მხოლოდ შეხედვით დაამხოს, უფრო სწორად კი, მხოლოდ ნებითაც? რადგან მას, ვინც იგი მხოლოდ ნებით შექმნა, ცხადია, მხოლოდ ნებითვე შეუძლია მისი აღხოცვაც. რადგან თუ „ჴელსა შინა მისსა არიან ყოველნი კიდენი ქუეყანისანი“ (), და „დამკჳდრებულნი მას ზედა, ვითარცა მკალნი“ (), და „ყოველნი წარმართნი, ვითარცა ნაწუეთნი კარდალისაგან, და, ვითარცა წამი სასწორისა, შეირაცხნეს“ (), და მისი ანგელოზიც გამოვიდა და მცირე ჟამში ას ოთხმოცდახუთი ათასი მოსრა, რას ვამბობ ანგელოზის შესახებ? ბუზებმა, მუხლუხოებმა და მატლებმა ეგვიპტელთა ბანაკი დაღუპეს; იქ სად იყო მშვილდის საჭიროება? ან მახვილისა სად?
მაშ, რის გამო ითქვა ეს ყოველივე? მსმენელთა სიბლაგვის გამო, რათა იარაღებთან შეჩვეული სახელებით მათი გონება შეარყიოს. რადგან ვის ხელშიც არის ყველა ჩვენგანის სუნთქვა, და ვისი სიცივის პირ...
...და არა უბრალოდ: „მჯდომარე“, არამედ: „საყდარსა ზედა“ (). ღმერთი კი შემოსაზღვრული არ არის; რადგან როგორ იქნებოდა შემოსაზღვრული ის, ვინც ყველგან მყოფია, ყოველივეს აღავსებს და ვის ხელშიცაა „ყოველნი კიდენი ქუეყანისანი“ ()?
აქედან ცხადია, რომ ის, რაც იხილებოდა, საღვთო დამდაბლება იყო. ამიტომაც სხვა წინასწარმეტყველიც, როცა ამას მიანიშნებდა, ღვთის პირით ამბობდა: „მე ხილვანი განვამრავლენ“ (), ანუ სხვადასხვა სახით გამოვჩნდი. ხოლო თუ თვით არსება დაუფარავად გამოჩნდებოდა, იგი სხვადასხვა სახით არ გამოჩნდებოდა; მაგრამ რადგან დამდაბლებით, ხან ამ სახით და ხან იმ სახით, წინასწარმეტყველებს საკუთარ თავს უჩვენებდა და ხილვებს მოცემული დროების შესაბამისად აყალიბებდა, ამიტომ ამბობს: „ხილვანი განვამრავლენ, ჴელსა შორის წინაწარ-მეტყუელთასა ვემსგავსე“ (). „არა ისე გამოვჩნდი, როგორიც ვიყავი, — ამბობს, — არამედ მივემსგავსე...