1.აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი;2.თქუნ სახლმან ისრაჱლისამან, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი;3.თქუნ სახლმან აჰრონისმან, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი;4.თქუედ ყოველთა მოშიშთა უფლისათა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.5.ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა, ისმინა ჩემი და გამომიყვანა მე ფართოდ.6.უფალი არს მწე ჩემდა, არა შემეშინოს; რაჲ მიყოს მე კაცმან?7.უფალი არს მწე ჩემდა, მე ვიხილნე მტერნი ჩემნი.8.კეთილ არს მოსავ-ყოფა უფლისა მიმართ, ვიდრე მოსავ-ყოფა კაცისა მიმართ;9.კეთილ არს სასოებაჲ უფლისა მიმართ, ვიდრე სასოებაჲ მთავართა მიმართ.10.ყოველი თესლები გარემომადგა მე, და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.11.გარემომადგეს მე და მომიცვეს მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ;12.მომადგეს მე, ვითარცა ფუტკარნი გოლსა, და აღეტყინნეს, ვითარცა ცეცხლი ეკალთა შორის, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ;13.მივდერკ ჭენებით დაცემად, და უფალმან ჴელი აღმიპყრა მე.14.ძალი ჩემი და გალობაჲ ჩემი უფალი და მეყო მე იგი მაცხოვარ.15.ჴმაჲ სიხარულისა და ცხორებისა საყოფელსა მართალთასა: მარჯუენემან უფლისამან ქმნა ძალი,16.მარჯუენემან უფლისამან აღმამაღლა მე, მარჯუენემან უფლისამან ქმნა ძალი.17.არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე და განვთქუნე მე საქმენი უფლისანი.18.სწავლით განმსწავლა მე უფალმან და სიკუდილსა არა მიმცა მე.19.განმიხუენით მე ბჭენი სიმართლისანი, შევიდე მათ შინა და აუვარო უფალსა.20.ესე არს ბჭე უფლისაჲ, და მართალნი შევლენ ამას შინა.21.აღგიარო შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ ჩემდა მაცხოვარ.22.ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა;23.უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.24.ესე არს დღე უფლისაჲ, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა.25.ჵ, უფალო, მაცხოვნე მე, ჵ, უფალო, წარმიმართე მე.26.კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა; გაკურთხენით თქუენ სახლითა უფლისაჲთა.27.ღმერთი უფალი და გამოგჳჩნდა ჩუენ; განმზადეთ დღესასწაული ჟამსა ყუავილთასა ვიდრე რქათამდე საკურთხეველისათა.28.ღმერთი ჩემი ხარი შენ, და აღგიარო შენ; ღმერთი ჩემი ხარი შენ, და აღგამაღლო შენ; აღგიარო შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ ჩემდა მაცხოვარ.29.აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი. დიდებაჲ
„აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი;“ ().
1. საერთო მადლიერება და განგების ხილვა
ფსალმუნის ის სიტყვა, რომელსაც ხალხი ჩვეულებრივ ხმაშეწყობით გალობს, ასეთია: „ესე არს დღე უფლისაჲ, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა.“ (), და იგი ბევრს აღვიძებს; იმ სულიერ შეკრებასა და ზეციურ დღესასწაულზე ხალხი განსაკუთრებით...
...მბობს: „რამეთუ ჩემდა ცხორებაჲ ქრისტე არს, და სიკუდილი – შესაძინელ" (). თავი ყველა ბორკილისაგან გაითავისუფლეს.ჭეშმარიტად, „ჴმაჲ სიხარულისა და ცხორებისა საყოფელსა მართალთასა" ().
5. აღსასრულის სიხარული და სნეულების მოთმინება
იქ არასოდეს გაიგონებ არც გოდებას, არც მოთქმას; მათი ჭერი სუფთაა ამ უსიამოვნებათაგან, სუფთაა ამგვარი ყვირილისგან.რადგან მათ შორისაც კვდებიან; სხეულით უკვდავნი ხომ არ არიან; მაგრამ სიკვდილს სიკვდილად არ ცნობენ.გარდასულებს საგალობლებით მიაცილებენ; ამას გაცილებას უწოდებენ, არა გამოსვენებას.და თუ ეუწყებათ, რომ ესა და ეს გარდაიცვალა, დიდია სიხარული, დიდია სიამე; უფრო სწორად, ვერც კი ბედავს ვინმე თქმას, ესა და ეს გარდაიცვალაო, არამედ ამბობს: ესა და ეს სრულყოფილ იქმნაო.შემდეგ არის მადლობის შეწირვა, დიდი დიდებისმეტყველება, სიხარული, რადგან თითოეული ლოცულობს, რომ ასეთი აღსასრული მიიღოს, ასე გამოვიდეს...
...ოსა რა მისით, განწმინდა. ეკლის გვირგვინი - ცხოვრებისეულ საზრუნავთაგან მომდინარე ცოდვებია. ისინი ქრისტემ, თავისი ღმრთეებრიობით, რაზეც მასში თავი მიანიშნებს, გააცამტვერა. ლერწამი ჩვენი უძლური და ხრწნადი სხეულის სიმბოლოა; რომელიც ქრისტემ, როგორც ამას დავითი ამბობს, აღამაღლა: მარჯუენემან უფლისამან ამამაღლა მე (); ხოლო მიიღო რა ყურებით მკრეხელური სიტყვები, უფალმა გველის სისინისაგან განკურნა, რომელიც ევას სასმენელთა მეშვეობით შემოვიდა.
31-32. და ოდეს განკიცხეს იგი, განსძარცუეს მას ქალმინდი იგი და შეჰმოსეს მას თჳსივე სამოსელი და წარიყვანეს იგი, რაჲთა ჯუარს-აცუან. და ვითარცა გამოვიდეს იგინი მიერ, პოვეს კაცი კჳრინელი, სახელით სიმონ. ესე წარიქციეს პაჰრაკად, რაჲთა აღიღოს ჯუარი მისი. - სამი მახარებელი ამბობს, რომ იესოს ჯვარი სიმონს მიჰქონდა, იოვანეს თქმით კი, იგი თვითონ უფალმა ზიდა. როგორც ჩანს, ორივე მოხდა, რადგან ჯვარი პირველად იესოს მიჰქონდა და მისი ზიდვა არავინ ისურვა. ხოლო შემდეგ, გზაში სიმონი იპოვეს და იგი მას დაადეს (აჰკიდეს): შენ კი ესეც იცოდე, რომ სიმონი მორჩილად ითარგმნება. ამგვარად, ქრისტეს ჯვარს ის აღიღებს, ვისაც მორჩილება აქვს. კვირინე ადრე პენტაპოლისი იყო და იმ ხუთ გრძნობას აღნიშნავს, რომელთაც ჯვრის აღება ჰმართებთ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა აღმოგიკითხავსა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ საკიდურთა; უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა“ (ფსალმ. 117,22-23); (შდრ. ესაია 28,16) (21,42).:
...ველითგან მოასწავებდა და ღმერთი განაჩინებდა სასჯელსა მას, ამის-თჳს წინაჲსწარმეტყუელისა იგი სიტყუაჲ წარმოიღო სამხილებელად მათდა და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა აღმოგიკითხავსა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ საკიდურთა; უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა“ ; (21,42).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოვლით კერძო გამოაჩინა განვრდომაჲ იგი ჰურიათაჲ და შეწყნარებაჲ წარმართთაჲ. ესე საქმე ქანანელისაგანცა მოასწავა და ასისთავისაგანცა და კარაულისაგანცა და სხუათა მრავალთა სახეთაგან. ეგრეთვე აქა ესე აუწყა. ამისთჳს იტყჳს: „უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა“.
რომელსა იტყჳს უფლისა მიერ ყოფად და საკჳრველად წინაშე თუალ-თა ჩუენთა? შენაწევრებასა მას განყოფილთა მათ კიდეთასა. ესე იგი არს, ვითარმედ წარმართნი მოვიდენ სარწმუნოებად, და ჰურიათაგან რომელ-თაცა ჰრწმენეს, ერთ იქმნენ მათ თანა. რომელთა შორის პირველ ფრიადი და ურიცხჳ იყო განყოფილებაჲ და მტერობაჲ, რომელთა შეერთებაჲ ძნელ იყო და საკჳრველ.
„ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ საკიდურ-თა“. ლოდად ქრისტეს უწესს და მაშენებელად იტყჳს მოძღუართა მათ ჰურიათა, მწიგნობართა და ფარ...