მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 117:23

22. ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა;23. უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.24. ესე არს დღე უფლისაჲ, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა.
ფსალმუნნი თავი 117
23. უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

ფსალმუნი 117-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი;“ ().

1. საერთო მადლიერება და განგების ხილვა

ფსალმუნის ის სიტყვა, რომელსაც ხალხი ჩვეულებრივ ხმაშეწყობით გალობს, ასეთია: „ესე არს დღე უფლისაჲ, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა.“ (), და იგი ბევრს აღვიძებს; იმ სულიერ შეკრებასა და ზეციურ დღესასწაულზე ხალხი განსაკუთრებით სწორედ ამას იგალობს ხოლმე. ხოლო ჩვენ, თუ გსურთ, ზემოდან და თავიდან გავიაროთ მთელი ფსალმუნი და განმარტება არა ჩასაგალობებელი მუხლიდან, არამედ თვით შესავლიდან დავიწყოთ. რადგან მამებმა ეს მუხლი, რაკი საგალობელი იყო და ამაღლებულ დოგმატს შეიცავდა, ხალხს ჩასაგალობებლად განუწესეს: მთელ ფსალმუნს ხომ ვერ იგებდა ხალხი, რათა ამისგან მაინც სრული სწავლება მიეღო. ჩვენ კი საჭიროა, მთლიანად განვიხილოთ იგი, თუნდაც მისი შუა ნაწილი დიდ წინასწარმეტყველებას...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის