მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 117:26

25. ჵ, უფალო, მაცხოვნე მე, ჵ, უფალო, წარმიმართე მე.26. კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა; გაკურთხენით თქუენ სახლითა უფლისაჲთა.27. ღმერთი უფალი და გამოგჳჩნდა ჩუენ; განმზადეთ დღესასწაული ჟამსა ყუავილთასა ვიდრე რქათამდე საკურთხეველისათა.
ფსალმუნნი თავი 117
26. კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა; გაკურთხენით თქუენ სახლითა უფლისაჲთა.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

ფსალმუნი 117-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი;“ ().

1. საერთო მადლიერება და განგების ხილვა

ფსალმუნის ის სიტყვა, რომელსაც ხალხი ჩვეულებრივ ხმაშეწყობით გალობს, ასეთია: „ესე არს დღე უფლისაჲ, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა.“ (), და იგი ბევრს აღვიძებს; იმ სულიერ შეკრებასა და ზეციურ დღესასწაულზე ხალხი განსაკუთრებით სწორედ ამას იგალობს ხოლმე. ხოლო ჩვენ, თუ გსურთ, ზემოდან და თავიდან გავიაროთ მთელი ფსალმუნი და განმარტება არა ჩასაგალობებელი მუხლიდან, არამედ თვით შესავლიდან დავიწყოთ. რადგან მამებმა ეს მუხლი, რაკი საგალობელი იყო და ამაღლებულ დოგმატს შეიცავდა, ხალხს ჩასაგალობებლად განუწესეს: მთელ ფსალმუნს ხომ ვერ იგებდა ხალხი, რათა ამისგან მაინც სრული სწავლება მიეღო. ჩვენ კი საჭიროა, მთლიანად განვიხილოთ იგი, თუნდაც მისი შუა ნაწილი დიდ წინასწარმეტყველებას...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 8-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ყრმათა ქება და მტერთა დადუმება:

...და რას ამბობდნენ ბავშვები? არაფერს მძიმეს, არაფერს შემაწუხებელს, არაფერს ისეთს, რაც მათ შესაშფოთებლად კმაროდა, არამედ უმეტესად იმას, რაც ქრისტეს მამასთან თანხმობას ცხადყოფდა. ამბობდნენ: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“ ().

3. იუდეველთა განბნევის მიზეზი ქრისტეს ჯვარცმა

მაშინ მან მათი ურცხვობა გააუქმა, შემდეგ კი — ქალაქიც; და ქვეყნიერების არც ერთი მხარე არ არის იუდეველთა უბედურებათა უცოდინარი. იუდეველი ხალხი ყველგან არის განფენილი, როგორც დასახიჩრებული სხეული, რომელიც თავის ჭრილობებს აჩვენებს. როგორც მსაჯულები, როცა მრავალ კაცისმკვლელს სიკვდილით დასჯიან, ერთს ძელზე აღმართავენ, რათა მათი სიკვდილის შემდეგაც ტანჯვამ, თითქოს ახლახან მომხდარმა, ცოცხლები გონს მოიყვანოს, ასევე აქაც ღმერთმა არა მკვდრები, არამედ ცოცხლები გახადა ყველასთვის მაგალითად, როცა ისინი მიმოაბნია; და ისინი, ვინც ერთ ქვეყანაში ცხოვრობდნენ, ახლა მთელ დედამიწაზე არიან მიმოფანტულნი. და თუ მიზეზს იკითხავ, სხვას ვერაფერს იპოვი, გარდა ქრისტეს ჯვარცმისა. მაშ, მითხარი, აქამდე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო გეტყჳ თქუენ: არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდე სთქუათ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“ (23,39).:

..., თუ „ამიერითგან“, არა მის ჟამისათჳს თქუა, ოდეს ამათ სიტყუათა იტყოდა, არამედ ჟამითგან ჯუარ-ცუმისა მისისა, რაჲთა ცნან, ვითარმედ იგი არს ძე ღმრთისაჲ, თანასწორი მამისაჲ, და იგი არს, რომელი წინაჲსწარმეტყუელთა მიერ იტყოდა, რამეთუ ესევე სიტყუაჲ წინაჲთვე დავით ქადაგა: „კურთხეულ არს მომავალი სახელი-თა უფლისაჲთა“. ამათ სიტყუათა მიერ აღდგომაჲ მოასწავა და მეორედ მოსლვაჲ, და ვითარმედ მაშინ ყოველთა თაყუანი-სცენ მას, და ყოველი მუჴლი მოდრკეს.

არქუთ ურწმუნოთა ჰურიათა, უკუეთუ არა აღესრულნესა ყოველნი სიტყუანი უფლისანი? თქუა, ვითარმედ: „მოგივლინნე წინაჲსწარმეტყუელნი და ბრძენნი, და მოსწყჳდნეთ იგინი. და დაეტეოს სახლი თქუენი ოჴრად, და შეგემთხჳნენ ჭირნი და ბოროტნი ურიცხუნი“. არა აღესრულაა ესე ყოველი? ჰე, ჭეშმარიტად, და ვერ გუაცილობენ. აწ უკუე ვითარცა ესე ყოველი აღესრულა, ეგრეთვე მეორედ მოსლვაჲ მისი აღესრულების, და ყოველთავე ადიდონ იგი და თაყუანის-სცენ. არამედ მაშინ არცა ურწმუნოთა სარწმუნოებად მოსლვაჲ ერგების, არცა უნანელთა - სინანული.

სწავლაჲ ოდ რაჲთა ვისწრაფოთ აქავე კურნებად წყლულებათა სულთა ჩუენთასა

ამისთჳს გევედრები, საყუარელნო, ვიდრე ჟამიღა გუაქუს, ვიქმოდით კეთილსა, რამეთუ არცა მენავეთმოძღუარსა, უკუეთუ უდებებითა თჳსითა დაანთქას ნავი თჳსი, არ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო უმრავლესი იგი ერი დაუფენდა სამოსელსა მათსა გზასა ზედა, და სხუანი მოჰკაფდეს რტოებსა ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა. და ერი იგი, რომელი წინაუვიდოდა და რომელი უკუანა შეუდგა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა ძესა დავითისსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! გუაცხოვნენ ჩუენ, რომელი ხარ მა-ღალთა შინა!“ (21,8-9).:

...ს, ზაქარია და დავით; იგი იტყოდა: „არქუთ ასულსა სიონისასა...“ (ზემოწერილნი იგი სიტყუანი), ხოლო დავით ღაღადებდა: „პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოართაჲთა დაემტკიცოს ქებაჲ“; და „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“. რამე-თუ რასა აწ ერნი ესე გალობდეს, მან პირველვე ქადაგა. ხოლო შენ იხილე ჰურიათა მათ დაბრმობილთა ვერაგობაჲ, რამეთუ ერი იგი მარტივი და ფრიადისა უკეთურებისაგან თავისუფალი და ყრმანი იგი უმანკონი მიეგებვოდეს უფალსა, ხოლო სხუანი იგი განცჳბრებულ იყვნეს, ვითარცა იტყჳს მახარებელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა შევიდა იგი იერუსალჱმდ, შეიძრა ქალაქი იგი ყოველი და იტყოდეს: ვინ არს ესე? ხოლო ერი იგი იტყოდა: ესე არს წინაჲსწარმეტყუელი იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ“ (21,10-11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესოდენნი საკჳრველებანი მისნი ეხილნეს და არაოდეს ესრეთ განკჳრვებულ იყვნეს, ხოლო აწ, იხილეს რაჲ ერი თანამავალად, განკჳრდეს, ესრეთ უგუნურ იყვნეს და მოშურნე. ხოლო ერიცა იგი, რომელი იტყოდა: „ესე არს წინაჲსწარმეტყუელი იესუ“, უმეცრებისაებრ თჳსისა იტყოდა, რამეთუ ხედვიდეს სიმდაბლესა უფლისასა და სიმაღლესა მისსა უმეცარ იყვნეს, ვითარმედ იგი არს მეუფე და ღმერთი ყო...

სრულად ნახვა