...სტეც: არ შემიძლია დაუმსახურებლად მოგცეთ თქვენ ადგილი ჩემს მარჯვნივ, რადგანაც ის მათთვისაა განმზადებული, რომელთაც იღვაწეს. შენ იკითხავ: ზოგიერთები ხომ მაინც დასხდებიან? იცოდე, რომ იქ ვერავინ დაჯდება, რადგან ეს მხოლოდ ღმრთეებრივი ბუნების თვისებაა. განა ანგელოზთაგან რომელს უთხრა ღმერთმა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა? () მაგრამ ეს მათი მიხვედრილობის შესაბამისად თქვა; ვერ გაიგეს რა, რომ უფლის მიერ ზემონათქვამი სიტყვები თორმეტი ტახტის შესახებ იმ დიდებას, რომელიც სათნოებისთვის ელოდათ, ხატოვნად წარმოსახავდა, ტახტებს პირდაპირი მნიშვნელობით ითხოვდნენ.
20:24-28 — ჭეშმარიტი სიდიადე მსახურებაშია
24-28. ვითარცა ესმა ესე ათთა მათ, განრისხნეს ორთა მათ ძმათათჳს. ხოლო იესუ მოუწოდა მათ და ჰრქუა: უწყითა, რამეთუ მთავარნი წარმართთანი უფლებენ მათ ზედა, და დიდ-დიდნი ჴელმწიფებენ მათ ზედა? ხოლო თქუენ შორის არა ეგრეთ იყოს, არამედ რომელსა უნებს თქუენ შორის დიდ ყოფაჲ, იყავნ თქუენდა მსახურ; და რომელსა უნებს თქუენ შორის წინა ყოფაჲ, იყოს იგი თქუენდა მონა. ვითარცა ძე კაცისაჲ არა მოვიდა, რაჲთამცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თჳსი საჴსრად მრავალთათჳს. - როცა ათმა მოწაფემ დაინახა, ქრისტემ ორს როგორ უსაყვედურა, განრისხდნენ, რითაც ნათელი გახდა, რომ ისინ...