...მათ 22:13)4 არის ბოროტების სიბნელეც. ამბობს: „მსხდომარენი ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა“ () და პავლეც ამბობს: „არა ვართ სიბნელის შვილნი.“ ()5 და კვლავ: „ამაო იქმნეს გულის ზრახვითა მათითა, და დაუბნელდა უგულისხმოჲ იგი გული მათი.“ ()
სწორედ ამიტომ, როგორც ბნელში მყოფებმა არ იციან საგანთა ბუნება, ასევე ცოდვებში მცხოვრებნიც დაბრმავებულნი არიან: ხილულს ვერ არჩევენ, არამედ ჩრდილებისკენ გარბიან, თითქოს ჭეშმარიტებისკენ; სიმდიდრეს, განცხრომასა და ძალაუფლებებს მისდევენ; მტრებს ვერ ცნობენ და მეგობრებსაც ვერ ცნობენ — მტრებს, როგორც მეგობრებს, ენდობიან, მეგობრებს კი, როგორც მტრებს, ებრძვიან....