მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 106:10

9. რამეთუ განაძღო სული ჴუებული და სული მშიერი აღავსო კეთილითა,10. მსხდომარენი ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა, კრულნი გლახაკობითა და რკინითა,11. რამეთუ განამწარნეს სიტყუანი ღმრთისანი და ზრახვა მაღლისა განარისხეს;
ფსალმუნნი თავი 106
10. მსხდომარენი ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა, კრულნი გლახაკობითა და რკინითა,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 142-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. დევნა დამდაბლება და ცოდვის სიბნელე:

...მათ 22:13)4 არის ბოროტების სიბნელეც. ამბობს: „მსხდომარენი ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა“ () და პავლეც ამბობს: „არა ვართ სიბნელის შვილნი.“ ()5 და კვლავ: „ამაო იქმნეს გულის ზრახვითა მათითა, და დაუბნელდა უგულისხმოჲ იგი გული მათი.“ ()

სწორედ ამიტომ, როგორც ბნელში მყოფებმა არ იციან საგანთა ბუნება, ასევე ცოდვებში მცხოვრებნიც დაბრმავებულნი არიან: ხილულს ვერ არჩევენ, არამედ ჩრდილებისკენ გარბიან, თითქოს ჭეშმარიტებისკენ; სიმდიდრეს, განცხრომასა და ძალაუფლებებს მისდევენ; მტრებს ვერ ცნობენ და მეგობრებსაც ვერ ცნობენ — მტრებს, როგორც მეგობრებს, ენდობიან, მეგობრებს კი, როგორც მტრებს, ებრძვიან....

სრულად ნახვა