...ხედავ, რაოდენი პატივია? ჩამომავალს შესახვედრად მივეგებებით და, რაც ყოველივეზე უფრო ნეტარია, ამგვარად მასთან ვიქნებით. „ვინმე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა, სასმენელ-ყუნეს ყოველნი ქებულებანი მისნი?“ (). რამდენი სიკეთის ღირსად გახადა ადამიანთა მოდგმა! პირველად გარდაცვლილნი აღდგებიან და ასე უფალთან შეხვედრა ერთობლივად ხდება. აბელი, რომელიც ყველაზე ადრე გარდაიცვალა, მაშინ ცოცხლებთან ერთად შეეგებება უფალს. ასე რომ, ცოცხლად დარჩენილებს ამ მხრივ არავითარი უპირატესობა არ ექნებათ; არამედ ხრწნილებას მიცემულიც, რომელმაც ამდენი წელი მიწაში დაჰყო, მათთან ერთად შეეგებება, და ყველა დანარჩენიც. რადგან თუ ისინი ჩვენ გველოდნენ, რათა გვირგვინი მიგვეღო, როგორც სხვაგან წერს: „რამეთუ ღმერთმან ჩუენთჳს უმჯობესი წინაწარ განიგულა, რაჲთა არა თჳნიერ ჩუენსა სრულ იქმნენ.“ (), მით უმეტეს ჩვენც უნდა დაველოდოთ მათ; უფრო სწორად, ისინი ელოდნენ, ჩვენ კი აღარ ვ...