მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 105:37

36. და ჰმონეს კერპთა მათთა, და ექმნა მათ იგი საცთურ;37. და დაუკლნეს ძენი მათნი და სულნი მათნი ეშმაკთა.38. და დასთხიეს სისხლი უბრალო, სისხლი ძეთა და ასულთა მათთა, რომელ-იგი უზორეს კერპსა მას ქანანისასა, დაკლვით მოისრა ქუეყანაჲ სისხლითა
ფსალმუნნი თავი 105
37. და დაუკლნეს ძენი მათნი და სულნი მათნი ეშმაკთა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 113-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. ღვთის ძალა და კერპთა უგრძნობლობა:

...ფსალმ 113:13–15). „ემსგავსნედ მათ მოქმედნი მათნი“ (). ას მეხუთე ფსალმუნში, მათი მძვინვარების აღწერისას, ამბობდა: „დაუკლნეს ძენი მათნი და სულნი მათნი ეშმაკთა“ (); ხოლო ამჟამინდელ ფსალმუნში მათ უგრძნობლობას აჩვენებს, რადგან უსულო ნივთებს არიან მიწებებულნი. და მათ ყველა ნაწილს ჩამოუყვება, რათა დაცინვა უფრო ფართოდ წარმოაჩინოს. შემდეგ დასძენს და ამბობს: „ემსგავსნედ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ.“ (). თუმცა ღმერთთან თანასწორად ყოფნა სათნოებაა, აქ კი ეს წყევლად იქცა. მაშ, დაფიქრდი, როგორები უნდა იყვნენ ისინი, როცა მათთან მსგავსება უდიდესი წყევლის სახით გამოითქმის. და კარგად ჩამოაყალიბა სიტყვა ასე, რადგან მათ უკიდურეს უგუნურებამდე დასცინის და სასაცილოებად აჩვენებს.

მართლაც, მითხარი, როგორ არ არის...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 8-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. ჯვრის ცოდვის სიმძიმე და სასჯელი:

...ბზე უარესნი გამოგზავნა მოძღვრებად? მითხარი. ხოლო მათ სისხლიან მკვლელობებს ვინ აიტანდა? რადგან ძეები და ასულები დემონებს დაუკლეს და მათ წვავდნენ. ამას დავითიც აჩვენებს, როცა ამბობს: „და დაუკლნეს ძენი მათნი და სულნი მათნი ეშმაკთა“ (). მაშ ამისთვის გაგზავნა ისინი, რათა ადამიანთა ბუნებას ეს ესწავლა, რომ ძეთა და ასულთა დაკვლა საჭიროა?

არ გრცხვენიათ და არც სახეს იფარავთ, როცა ასეთ ბოდვებს თხზავთ? რადგან სხვაც ამბობს: „წყევა და სიცრუვე, კლვა და პარვა და სიძვა განფენილ არს და სისხლთა სისხლსა შერევენ“ (). სხვა კი ამბობს: „შესახედავი მეძვისა იქმნა შენდა უსირცხვილოებად ყოველთა მიმართ“ (). კიდევ სხვა ამბობს: „მსაჯულნი მისნი, ვითარცა მგელნი არაბიაჲსნი“ (). კიდევ სხვა ამბობს: **„არავინ არს გულისჴმისმყოფელ, არავინ არს გამომეძიებელ ღმრთისა; ყოვ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოე მათა მიმართ, რომელნი იტყჳან, თუ შობასა კაცისასა ანუ ვარსკულავთა ქცევასა შეუდგან საქმენი სოფლისანი:

...რცა ლაზარესთჳს წერილ არს; და ადგილისაგანცა ძნელოვან იქმნების ცოდვაჲ, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „შორის ტაძრისა მის და საკურთხეველისა“; და სახისაგანცა ცოდვათაჲსა იქმნების სიმძიმე ცოდვისაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „დაუკლნეს ძენი და ასულნი მათნი ეშმაკთა“. და კუალად, ოდეს მორწმუნე უშჯულოთა მსგავსად ცოდვიდეს, უძჳრეს მათსა იტანჯოს, ვითარცა ეზეკიელ იტყჳს, ვითარმედ: „არცა თუ სამართლისაებრ წარმართთაჲსა ჰქმენ შენ და განამართლეო დაჲ შენი“. ; (16,55-57)

და კუალად, ოდეს სხუათა ზედა მოწევნულისა რისხვისაგან არა შე-შინდეს, ესეცა მიზეზ სატანჯველისა არს, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ტჳროსს თუმცა და სიდონს იქმნეს ძალნი, რომელნი იქმნეს თქუენ შორის, მაშინვე სამემცა ძაძითა ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს დღესა საშჯელისასა, ვიდრე თქუენ“.

იხილეა წესი განკითხვათა მისთაჲ? ვითარ მათვე ცოდვათა ზედა კაცად-კაცადისა განყოფილებით იქნების საშჯელი. რამეთუ ოდეს სულგრძელ გუექმნას, და ჩუენ არა შევიგონოთ, უმეტესისა სატანჯველისა ღირს ვა...

სრულად ნახვა