...ფსალმ 113:13–15). „ემსგავსნედ მათ მოქმედნი მათნი“ (). ას მეხუთე ფსალმუნში, მათი მძვინვარების აღწერისას, ამბობდა: „დაუკლნეს ძენი მათნი და სულნი მათნი ეშმაკთა“ (); ხოლო ამჟამინდელ ფსალმუნში მათ უგრძნობლობას აჩვენებს, რადგან უსულო ნივთებს არიან მიწებებულნი. და მათ ყველა ნაწილს ჩამოუყვება, რათა დაცინვა უფრო ფართოდ წარმოაჩინოს. შემდეგ დასძენს და ამბობს: „ემსგავსნედ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ.“ (). თუმცა ღმერთთან თანასწორად ყოფნა სათნოებაა, აქ კი ეს წყევლად იქცა. მაშ, დაფიქრდი, როგორები უნდა იყვნენ ისინი, როცა მათთან მსგავსება უდიდესი წყევლის სახით გამოითქმის. და კარგად ჩამოაყალიბა სიტყვა ასე, რადგან მათ უკიდურეს უგუნურებამდე დასცინის და სასაცილოებად აჩვენებს.
მართლაც, მითხარი, როგორ არ არის...