...ხედავ, რაოდენი პატივია? გარდამომავალს შესახვედრად მივეგებებით და, რაც ყველაზე სანეტაროა, ამგვარად მარადის მასთან ვიქნებით. „ვინმე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა, სასმენელ-ყუნეს ყოველნი ქებულებანი მისნი?“ (). რაოდენ დიდი სიკეთეების ღირს-ჰყო ადამიანთა მოდგმა! ჯერ გარდაცვლილნი აღდგებიან და ასე, ყველანი ერთად შევეგებებით მას. აბელი, რომელიც უწინარეს ყოველთა გარდაიცვალა, მაშინ ცოცხლებთან ერთად შეეგებება უფალს. ასე რომ, ცოცხლად დარჩენილებს ამ მხრივ არავითარი უპირატესობა არ ექნებათ; არამედ ხრწნილებას მიცემულიც, რომელმაც ამდენი წელი მიწაში დაჰყო, მათთან ერთად შეეგებება, და ყველა დანარჩენიც. რადგან თუ ისინი ჩვენ გველოდნენ, რათა გვირგვინი მიგვეღო, როგორც სხვაგან წერს: „რამეთუ ღმერთმან ჩუენთჳს უმჯობესი წინაწარ განიგულა, რაჲთა არა თჳნიერ ჩუენსა სრულ იქმნენ.“ (), მით უმეტეს ჩვენც უნდა დაველოდოთ მათ; უფრო სწორად, ისინი გველოდნენ, ჩვენ კი აღარ მ...