მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 3:20

19. რომელთა აღსასრული წარწყმედაჲ არს, რომელთა ღმერთ მუცელი არს და დიდებაჲ - სირცხჳლსა შინა მათსა, რომელნი ქუეყანისასა ზრახვენ.20. ხოლო ჩუენი მოქალაქობაჲ ცათა შინა არს, ვინაჲცა მაცხოვარსა მოველით, უფალსა იესუ ქრისტესა,21. რომელმან გარდაცვალნეს ჴორცნი ესე სიმდაბლისა ჩუენისანი, რაჲთა იყვნენ იგინი თანა-ხატ ჴორცთა მათ დიდებისა მისისათა შეწევნისაებრ ძლიერებისა მისისა, დამორჩილებად მისა ყოველი.
ფილიპელთა მიმართ თავი 3
20. ხოლო ჩუენი მოქალაქობაჲ ცათა შინა არს, ვინაჲცა მაცხოვარსა მოველით, უფალსა იესუ ქრისტესა,
თავი ე̂. სულიერისა ცხორებისათჳს და არა ჴორციელისა, რომელი-იგი არს მსგავსებაჲ სიკუდილსა ქრისტესსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ჩუენი მოქალაქობაჲ ცათა შინა არს, ვინაჲცა მაცხოვარსა მოველით, უფალსა იესუ ქრისტესა, რომელმან გარდაცვალნეს ჴორცნი ესე სიმდაბლისა ჩუენისანი, რაჲთა იყვნენ იგინი თანახატ ჴორცთა მათ დიდებისა მისისათა, შეწევნისაებრ ძლიერებისა მისისა, დამორჩილებად მისსა ყოველი (3,20-21).:

თარგმანი: ვიეთ "ჩუენი"? — არამედ რომელთა გუნებავს, რაჲთა ქრისტიანე ვიყვნეთ და გუეწოდებოდის, მოქალაქობაჲ ცათა შინა არს, და არარას გჳჴმს ქუეყანისასა და აქა დაშთომადსა მოგებაჲ. არამედ ყოველსავე მას, რაოდენისა წინა წარცემაჲ და მუნ უკუანა წარტანებაჲ ჴელგუეწიფებოდის, სადაჲთ-იგი მოველით მეორედ დიდებით მოსლვასა მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, რომელი-იგი გარდასცვალებს ჴორცთა ამათ ჩუენთა სიმდაბლისაგან სიმაღლედ, ესე იგი არს —ხრწნილებისაგან უხრწნელებად, და თანახატ ჰყოფს ჴორცთა მათ თჳსთა, რომელ-იგი მან ადიდა შეერთებითა ღმრთეებისაჲთა, და განღმრთობილი აღამაღლა და დასუა მარჯუენით მამისა, რაჲთა მის თანა თაყუანის-იცემებოდის ყოველთაგან ზეცისა მჴედრობათა. ხოლო თანახატ ყოფაჲ ესე არს, რაჲთა საუკუნოდ ეგნენ შემკობილნი უხრწნელებითა, რამეთუ ესევე გუამი ჩუენი განხრწნილი კუალად უხრწნელ იქმნების შემდგომად აღდგომისა, და მიიღებს ქრისტეს თანა შუებასა საუკუნოდ. ვინაჲცა, ვაჲ განვრდომილთა ესევითარისა ამის პატივისაგან და დამონებულთა მიწისა და თიჴისათა, მიდევნებითა გემოთა და გულისთქუმათაჲთა, რამეთუ არა ხოლო საუკუნოჲსა შუებისაგან განვარდებიან, არამედ საუკუნესა და...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 142-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. დევნა დამდაბლება და ცოდვის სიბნელე:

...ძლია იქ ვიმყოფებოდეთ; რადგან ამბობს: „ზეცისასა ზრახევდით“ (), „სადაცა-იგი ქრისტე არს მარჯუენით ღმრთისა მჯდომარე.“ () და კვლავ: „ხოლო ჩუენი მოქალაქობაჲ ცათა შინა არს“ () „და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი“ ()

დამდაბლების სახელი მრავალ რამეს ნიშნავს. არსებობს სათნოებითი სიმდაბლეც, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს.“ () არის დამდაბლება უბედურებათაგანაც და არის ცოდვებისგანაც. აქ კი უბედურებათაგან მომდინარე დამდაბლებაზე ამბობს. ამიტომაც დაურთო, ამის საჩვენებლად: „და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი“ () არის დამდაბლებაც უგუნური მედ...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ქრისტიანთა ნათელი ცხოვრება და სინანული:

... ამიტომ არა მხოლოდ ჩვენი ცოდვებისთვის, არამედ სხვებისთვის მიყენებული ზიანისთვისაც პასუხს ჩვენ ვაგებთ.

ერთხელ მაინც გამოვფხიზლდეთ, ვიფხიზლოთ, მიწაზე ზეციური ცხოვრების წესი ვაჩვენოთ, ვთქვათ, რომ „ჩუენი მოქალაქობაჲ ცათა შინა არს“ (), და მიწაზე ღვაწლი გამოვაჩინოთ. „მაგრამ“, ამბობს ვინმე, „ჩვენ შორისაც ყოფილან დიდი კაცები“. „საიდან უნდა ვირწმუნო?“ — ამბობს წარმართი. „რადგან ვერ ვხედავ, რომ იმათებრ იქცეოდეთ“. „თუ ამის თხრობაა საჭირო, ჩვენც გვყავს დიდი ფილოსოფოსები“, ამბობს იგი, „ცხოვრებით საკვირველნი“. მაგრამ მაჩვენე სხვა პავლე და იოანე; ამას კი ვერ შეძლებ. მაშ, როგორ არ დაგვცინებს, როცა ასე ვსაუბრობთ? როგორ არ მოითმენს, რომ კვლავ უმეცრებაში იჯდეს, როცა დაინახავს, რომ ჩვენ არა საქმით, არამედ სიტყვით ვფილოსოფოსობთ?

რამეთუ ახლა თითოეული ერთი გროშისთვის მზად არი...

სრულად ნახვა