...რულებულსა იტყოდეს კუალად მოსლვად, არამედ მიმსგავსებულთათჳს სათნოებისა მისისათა. და ეზეკიას ჰრქუა ღმერთმან: „შევეწიო ქალაქსა ამას ჩემთჳს და დავითისთჳს, მონისა ჩემისა“. და სოლომონსა ჰრქუა, ვითარმედ: „დავითისთჳს არა განიყოს მეფობაჲ იგი დღეთა შენთა ზე“. და ესრეთ ყოვლით კერძო დიდ იყო სახელი დავითისი წინაშე ღმრთისა და კაცთა. ამისთჳს რომელი-იგი უსახელოვნეს და უმახლობელეს იყო, იგი აჴსენა პირველად და მერმე აბრაჰამ შემოიღო შორის, რამეთუ ებრაელთა მიმართ უზეშთაეს აბრაჰამისა ჴსენებაჲ არა ჯერ-იჩინა, რამეთუ ესენი იყვნეს სახელოვან უფროჲს ყოველთასა: ერთი იგი, ვი-თარცა წინაწარმეტყუელი და მეფე, და მეორე, ვითარცა მამათმთავარი და წინაწარმეტყუელი.
იტყჳან უკუე მრავალნი, ვითარმედ: ვინაჲ საცნაურ არს, თუ დავითის ტომისაგან იშვა ქრისტე, ვინაჲთგან არა თესლისაგან მამაკაცისა იშვა, არამედ დედისაგან ქალწულისა? ხოლო ქალწულისა მის ტომთა სახელი არა ჴსენებულ არს სახარებასა შინა; ვინაჲ ვისწაოთ, თუ დავითის ტომისაგან იყო ქალწული იგი? რამეთუ ორი ესე საძიებელ არს: რაჲსათჳს დედისა მის ქალწულისა, რომლისაგან იშვა ქრისტე, თესლ-ტომი არა აჴსენა? და რაჲსათჳს იოსებ, რომელსა არარაჲ აქუნდა მთავრებაჲ შობასა შინა ქრისტესსა,...